თუ კალიფორნიაში, „რედვუდ სითის“ ერთ-ერთ ქუჩაზე გაისეირნებთ, საგნების ჩრდილები თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევენ. მაგალითად, შეიძლება შეხვდეთ საფოსტო ყუთს, რომლის ჩრდილიც ურჩხულს ჰგავს. უცნაურია, არა?
მშვიდად! შეშინებული არსად გაიქცე, რადგან რეალურად, ეს ყველაფერი დეიმონ ბელანჯერის შემოქმედებაა. დეიმონი გრაფიკული დიზაინერია, რომელიც სან ფრანცისკოში ცხოვრობს და მუშაობს.
არტისტმა რედვუდ სითის ცენტრში, 20 ყალბი ჩრდილი დახატა, რადგან ქალაქის ეს ნაწილი შემოქმედებითად უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.
„ჩრდილები ჩვეულებრივ საგნებს განსაკუთრებულ სულს სძენენ. მათი დანახვისას ხალხი თავიანთ ყოველდღიურობას იხალისებს“
– ამბობს არტისტი.
ახლა კი თვალი გადაავლეთ დეიმონის ნამუშევრებს:
მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა
Loading…