ზღვის ტალღების ხმა გენატრება თუ ფანჯრის მინაზე წვიმის წკაპუნი? ან იქნებ ქალაქის ხმაურს ხარ მოწყურებული? მონატრებული ხმებისა და შეგრძნებების გაცოცხლებაზე Audioscape ზრუნავს.
ეს არის სივრცეა, სადაც შეგიძლია, მოუსმინო ბუნებრივ ხმებს, რაც კონცენტრაციაში, სწავლასა და დასვენებაში დაგეხმარება. ვებგვერდი უფასოა და რეგისტრაცია საჭირო არ არის.
გვერდს ვიზუალური ეფექტიც გააჩნია და სასურველ ხმასთან ერთად, შეგვიძლია, ანიმირებული ფონით დავტკბეთ.
რაში გამოვიყენოთ ბუნებრივი ხმები? – მათი მოსმენა იდეალურია წიგნის კითხვის დროს, მეცადინეობისას, მედიტაციისას ან უბრალოდ განსატვირთად.
Audiospace-ზე ამ დროისთვის რვა განსხვავებული აუდიოა განთავსებული.
The Oceanica Holiday – თუ ძალიან მოგწონს პლაჟზე წოლის დროს წიგნის კითხვა და ზღვის ტალღების მოსმენა
Rainy days – თუ წვიმიან დღეებში სახლში ყოფნა გირჩევნია და ფანჯრიდან შემოსული წვიმის წვეთების ხმაურის მოსმენა
Evening bonfire – შეგიძლია კოცონის ტკაცუნს უსმინო, ცხელი ჩაი დალიო და განიტვირთო.
Mountain brook – მთებში მჩქეფარე ჩანჩქერს ხომ არ მიადგებოდი?
Cafetería Boncafe – იქნებ, მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომა მოგენატრა?
Wildernest forest – ან სულაც ტყეში ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა გსურს?
Night in the city – და თუ მაინც ქალაქის ხმაურში ყოფნა გიზიდავს, ღამის ქალაქის ხმები შენთვისაა.
Sunset on the river – ალბათ, დამეთანხმებით, მზის ჩასვლისას მდინარის/ზღვის მშვიდი ტალღების მოსმენას არაფერი სჯობს.
მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა
Loading…