in

ყველაზე ძვირადღირებული ლოგოები, რომლებშიც მილიარდები გადაიხადეს

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ღირდეს ყველაზე ეფექტური და კომპანიის კონცეფციის შესაბამისი ლოგო? ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან ფასები რამდენიმე ცენტიდან ათრიცხვიან ციფრებამდე მერყეობს. 

ამ სტატიაში შევაგროვეთ ყველაზე ძვირადღირებული ლოგოები, რომლების საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას ამშვენებს.

Symantec Brand & Acquisition — $1,280,000,000

ერთი შეხედვით მარტივად დასამახსოვრებელი, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი ლოგო ამშვენებს Symantec Brand & Acquisition-ს. ლოგოს მთავარი ნაწილია მონიშვნის ყვითელი სიმბოლო, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ეს კონცეფცია ცალსახად მიესადაგება ვებგვერდის უსაფრთხოების კომპანიას. ყვითელი ფერი და წრე ნიშნავს უსაფრთხოების მუდმივობასა და სტაბილურობას. ეს ყველაფერი კი ქმნის დაცულობის, ნდობისა და უსაფრთხოების განცდას.

British Petroleum Logo & Marketing — $210,000,000

კომპანიამ ლოგოს შექმნის დროს ფერებით ითამაშა. იმის გათვალისწინებით, რომ მათი სახელიდან აშკარად ცხადია, კომპანიის საქმიანობა გარემოს დაბინძურებასთან არის კავშირში, ლოგოშიგამოყენებული ფერებით შეეცადნენ, დაარწმუნონ მომხმარებელი, რომ ისინი ეკომეგობრულებიარიან.

Accenture Logo Design — $100,000,000

კომპანიის ლოგოს კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ Accenture მიმართულია ზრდისა და განვითარებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ლოგომ დიდი კრიტიკა დაიმსახურა, დღემდე წარმატებით ოპერირებენ ბაზარზე.

Posten Norge Rebrand — $55,000,000

ყველაფერი მარტივი გენიალურია – ასე ფიქრობენ ნორვეგიულ საფოსტო კომპანიაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა მარტივი ლოგო, რომელიც კომპანიის მუშაობის სპეციფიკას ვიზუალურად გამოხატავს – ლოგო შემდგარია ორი ნახევრისგან, რომელიც მთლიანობაში ქმნის წრეს, სწორედ ასე მიეწოდება წერილები გამგზავნიდან ადრესატს. ლოგოს კონცეფცია საკმაოდ მარტივია, მაგრამ ფასი არაადეკვატურად მაღალი.

Australia & New Zealand Banking Group (ANZ) Logo — $15,000,000

Australia & New Zealand Banking Group-ი ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად შეიქმნა და სწორედ ამას უკავშირდება ლოგოს აბრევიატურაში კომპანიების დასახელების პირველი ასოების გაერთიანება.დიზაინერებმა გადაწყვიტეს, არ დაერღვიათ მარკეტინგული ფსიქოლოგიის კლასიკური წესები და გამოეყენებინათ წითელი და ლურჯი ფერები, როგორც სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დაცულობის სიმბოლო.

BBC Logo Redesign — $1,800,000.

BBC-ის ლოგო მინიმალიზმის კლასიკური მაგალითია. დიზაინერებმა შავ ფონზე თეთრი წარწერები გამოიყენეს და თითოეული ასო მრგვალი კუთხეებით გამოსახეს. აქ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ ფორმების ფსიქოლოგიასთან, როცა მკვეთრად გამოხატული კონტურები ასოცირდება ერთმნიშვნელოვნებასთან და სანდოობასთან.

CitiBank — $1,500,000.

ოცი წელია, CitiBank-ი ბაზარზე ამ ლოგოთი ოპერირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალი ის არის, რომ ლოგო ქაღალდის ხელსახოცზე დაიხატა და იყო კომპანიის პირველი და უკანასკნელი ლოგო. მას შემდეგ დიზაინი არ შეცვლილა.

Pepsi Logo — $1,000,000.

Pepsi-ს სამფერიანი ლოგო კოკა-კოლასთან შეჯიბრების მცდელობაა. კოკა-კოლა კვლავ რჩება ლიდერ სასმელად თავის მიმართულებაში, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ Pepsi-მ ჩანაფიქრი შეასრულა და კოკა-კოლას ამ ბრძოლაში მოუგო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ლოგო ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

პროტესტის ნიშნად, რესტორნები მიტანის სერვისს ერთი დღით გათიშავენ

კოვიდვაქცინირებულ პირებს საქარველოში შემოსვლა უპირობოდ შეეძლებათ