in ,

Iphone-ზე Face ID თქვენს ნიღბიან სახეს ამოიცნობს

კარგი კომპანიები ყოველთვის ზრუნავენ თავიანთ მომხმარებელზე. Apple-ც თავისებურად ცდილობს, პანდემიის პერიოდი Iphone-ის მფლობელებს შეუმსუბუქოს. კონკრეტულად კი, ახალ ფუნქციას ამატებს, რომლითაც მობილურის განბლოკვა უკვე პირბადით შეგვეძლება. ფუნქციის გამოყენებისათვის მომხმარებელს Apple Watch-იც უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება Apple Pay ტრანზაქციებს, სხვაგვარი იდენტიფიცირება იქნება საჭირო.

კომპანია გასულ წელსაც ითვალისწინებდა ეპიდვითარებასა და ნიღბის თემატიკას – ამიტომ მხოლოდ პირბადის ტარებისას FaceID-ის გამოყენების ფუნქცია გააუქმა.

Apple ნიღბიანი მომხმარებლის ამოცნობის საბოლოო ვერსიას გაზაფხულზე შემოგვთავაზებს. თუმცა მანამდე ბევრი სამუსაოა, გასათვალისწინებელია ნიღბების მრავალფეროვანი ვიზუალი, ყოველთვის სახის ერთსა და იმავე ნაწილს გვიფარავს თუ არა, როგორი ტექსტურისაა ნიღაბი და ა.შ.

აღნიშნული ფუნქცია დიდ დახმარებას გაუწევს Apple-ს ყველა მომხმარებელს მსოლიოს მასშტაბით – მათ საჯარო ადგილებში ნიღბის მოხსნა მობილურის გამოსაყენებლად აღარ დასჭირდებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

20 თებერვლიდან საქართველოს პირველ არხზე „ვოისი“ იწყება

NASA – $500 000 მას, ვინც კოსმოსში საკვების მოყვანის საუკეთესო იდეას მოიფიქრებს