in

Tiktok-ის ახალი ტრენდი, რომელიც ჯგუფს მილიონობით თაყვანისმცემლის მოპოვებაში დაეხმარა

ინდი როკ ჯგუფმა, რომელიც უნებლიეთ გახდა უდიდესი სოციალური მედიის ტენდენციის ნაწილი, ბენდის უცაბედი პოპულარულობის აღწერისას განაცხადა, რომ ეს გამოცდილება „აბსოლუტურად გიჟურია“. 

Blondes-ის სიმღერა Coming of Age მილიონობით ადამიანმა გააზიარა, მათ შორის იყვნენ არანაკალებ ცნობილი მომღერალი Lizzo და ცნობილი ფეხბურთელი ბაიერნიდან – ალფონსო დავისი. 

სიმღერა Tik Tok-ის მილიონობით მომხმარებელმა გამოიყენა ტენდენციაში, რომელიც 2000-იანი წლების ფილმების სცენების გათამაშებას გულისხმობს.

Blondes-მა ჯგუფი ნოტინგჰემის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა და Tik Tok-ის ამ სენსაციის შემდეგ უამრავი ახალი შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა ჩამწერი სტუდიისგან.

„პირველი ვიდეო, რომელშიც ჩვენი სიმღერა გამოიყენეს, ძალიან სწრაფად გავრცელდა და მალევე მივხვდით, რომ რაღაც გიჟური ხდებოდა“, – განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, 23 წლის ალექს დევიდსონმა.

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ახალი სასკოლო წესები ჰონგ-კონგში

„ტერმინალმა“ EuroAsian Startup Awards-ის ჯილდო მოიპოვა