in ,

ვირტუალური სპექტაკლი – შექსპირის სამეფო კომპანიის ახალი რეალობა

შექსპირის სამეფო კომპანია „ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის“ გამოყენებით ცოცხალ, ონლაინ წარმოდგენას მოაწყობს. ეს იქნება ვირტუალური სპექტაკლი, რომლის სხვა პრეცენდენტი ფაქტობრივად არ არსებობს.

სპექტაკლი სახელწოდებით „ოცნება“ ეფუძნება უილიამ შექსპირის ცნობილ პიესას „ზაფხულის ღამის სიზმარი“. 

პანდემიიდან გამომდინარე, თეატრებს, ისევე, როგორც სხვა დაწესებულებებს, ბევრი შეფერხება ჰქონდათ, ამიტომ ზემოთ ხსენებული პიესა ვირტუალურ ტყეში დაიდგმება, ხოლო მოძრაობის სენსორები მსახიობებს აუდიტორიასთან ურთიერთობის საშუალებას მისცემს. 

ამ შოუში უახლესი ტექნოლოგია იქნება გამოყენებული და მაყურებელს შეეძლება სმარტფონიდან, ტაბლეტებიდან და ლეპტოპებიდან ნახონ უჩვეულო წარმოდგენა.

რეჟისორის თქმით ეს ვირტუალური სპექტაკლი მაყურებელს რეალური სამყაროდან ციფრულ სამყაროში გადაიყვანს. 

სპექტაკლი 12-დან 20 მარტის ჩათვლით გაიმართება და მაყურებელს ბილეთების შეძენა ონლაინ შეეძლება.

წყარო: bbc.com

გაეცანით ამ კატეგორიის სხვა სტატიებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორი დამფუძნებელი ხარ შენი სტარტაპისთვის?

ერთი აპლიკაცია ყველა აპლიკაციის პირისპირ