Bloomberg-ის განცხადებით, Twitter სააბონენტო პარამეტრების დასაყენებლად მუშაობას იწყებს და ინფორმაციას იძიებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახადოს აპლიკაცია მეტად დამოუკიდებელი. ჯერჯერობით Twitter-ზე ბევრგან შეხვდებით მიზნობრივ რეკლამებს, რომლებიც აპლიკაციის შემოსავლის წყაროა. როგორც ჩანს, ახალი იდეის განხორციელება დაწყებულია და ტვიტერის ახალი ფუნქციები სამუშაო გუნდისათვის პრიორიტეტია.
საუბარია გადახდის სისტემაზე. ახალი სისტემა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გადაუხადოს იმ ადამიანებს, ვისაც თვალს ადევნებს საინტერესო და ექსკლუზიური შინაარსის პოსტებისთვის. ტვიტერის ახალი ფუნქციები განაპირობებს რამდენიმე ახალ ცვლილებასაც, თუ სხვა რომელი ფუნქციის შეცვლაა საჭირო, მომხმარებელს შეეძლება „პროფილის პერსონალიზაცია“ და „გაგზავნის გაუქმება“.
Twitter-ის განცხადებით, კვლევები და რამდენიმე ექსპერიმენტი უკვე ტარდება საიმისოდ, რომ აპლიკაციის „დივერსიფიკაციის“ გზები იპოვონ.
წყარო: cnet.com
გაეცანი სხვა სტატიებს კატეგორიიდან „ამბები“
Loading…