Siri სმარტფონის პირველი ხმოვანი ასისტენიტი იყო, რომელზეც საზოგადოებამ პირველად iPhone 4S-ის დახმარებით შეიტყო. დღესდღეობით სხვა ხმოვანი ასისტენტები და Siri განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ეს უკანასკნელი ჩამორჩება დანარჩენებს. საინტერესოა, რატომ?
თავდაპირველად, ეს Apple-ის ჯადოსნური ფუნქცია იყო, რომლის კონკურენციასაც სხვა ბრენდები ვერ ახერხებდნენ. ფუნქცია მართლაც „ჯადოსნურია“, რადგან აპლიკაციების პოვნისა და გახსნის სანაცვლოდ, შესაძლებელია ხმოვანი ასისტენტები შეაწუხო, ეს შენ მაგივრად გააკეთოს.
Apple-ს კონკურენტები მალევე გამოუჩნდნენ. Samsung-მა შექმნა „S Voice“, რომელმაც შეცვალა მაშინ ცნობილი ხმოვანი ასისტენტი „Bixby“. ამ ტრენდს არც Google ჩამორჩა და „Google Assistant“ გამოუშვა ჩვენს დასახმარებლად.
Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი „Alexa“ ყველაზე ჭკვიან ხმოვან ასისტენტად ითვლება. მას მეტნაკლებად ჩამორჩება Google-ის ასისტენტი. ხოლო რაც შეეხება Siri-ს, ის ჯერ კიდევ საჭიროებს ბევრს განახლებას საიმისოდ, რომ Amazon-სა და Google-ს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს.
წყარო: cnet.com
მოამზადა ფატი გუგბერიძემ
გაეცანით სხვა სტატიებს ტექნოლოგიების კატეგორიიდან
Loading…