ახლა, როცა უკვე ერთი წელი სრულდება, რაც პანდემიისა და კარანტინის გამო, უმეტესი დროის გატარება სახლში, საკუთარ გაჯეტებთან ერთად გვიწევს, მნიშვნელოვანია, გავაუმჯობესოთ საკუთარი სოციალური მედია და ვიზრუნოთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე.
გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური მედიის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთლობასთან ასოცირდება. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ნეგატიური ნიუსები და მათზე მიმართული აქცენტებია.
შესაბამისად, გთავაზობთ, მოძრაობა #ReclaimSocial-ის ლიდერის, ტერეზა ლიტსას, ექვს მარტივ ხერხს, იმისთვის რომ თქვენი სოციალური მედია უფრო პოზიტიურ სივრცედ იქცეს და მენტალური ჯანმრთელობაც დაცული გქონდეთ.
1. მართეთ საკუთარი არხი
თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სოციალური მედიიდან ბევრი ნეგატივი მოიშოროთ. უბრალოდ, აირჩიეთ, თუ ვის მოიწვევთ თქვენს სოციალურ გარემოში. აქციეთ საკუთარი სოციალური არხი სასარგებლო და იმედისმომცემ ადგილად.
2. გააძლიერეთ სიკეთე
გახსოვდეთ რომ თქვენი სიბრაზის დემონსტრირება სოციალურ მედიაში ნეგატიური ნიუსის გაზიარებით, ყოველთვის სასიკეთო არ არის. ამით თქვენს სოციალურ მედიაში ნეგატივს მისცემთ დიდ გასაქანს. ასევე შეგიძლიათ, რომ საკუთარი ონლაინსივრცე მრავალფეროვან და ინკლუზიურ გარემოდ აქციოთ. მაგალითისთვის, წაახალისოთ ქველმოქმედება ან გააზიაროთ შთამაგონებელი ისტორიები.
3. დააყენეთ საზღვრები
ახლობლებლებისა და მეგობრების მოკითხვა და მათთან კონტაქტის შენარჩუნება, რომ მნიშნელოვანია ამაზე არავინ დაობს, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, თუ როდის შევწყვიტოთ სოციალური მედიის გამოყენება. ზოგი ადამიანი კონკრეტული საათის შემდეგ აღარ იყენებს მას ან მხოლოდ კონკრეტული მიზნით იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რაციონალურად და მიზანშეწონილად შემუშავებული საზღვრები მხოლოს სარგებლს მოგვიტანს, რომ სოციალურმა მედიამ გადაჭარბებულად დიდი ადგილი არ დაიკავოს ჩვენს ცხოვრებაში.
4. განათლება, განათლება და განათლება
სოციალური მედიის ალგორითმებისა და მათი მოქმედების მექანიზმის ცოდნა აუცილებელია, რათა ‘პროვოკაციებს’ არ წამოვეგოთ და არ მივცეთ ალგორითმს საშუალება, რომ ჩვენი ყურადღება მართოს.
5. რეალური საუბარი გქონდეთ
თუკი დროსა და ენერგიას ონლაინკამათში არ ხარჯავთ, მაშინ მოგებიან პოზიციაში ხართ, იმისთვის რომ ნამდვილი და პროდუქტიული საუბარი გქონდეთ. ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ვირტუალურშიც მნიშვნელოვანია სიკეთის გაზიარება და ჩვენება, რაც ონლაინსაზოგადოების ფორმირებაში დაგეხმარებათ.
6. იყავი ავთენტური
სრულყოფილი ცხოვრების დემონსტრირების მცდელობა, უდავოდ, ცუდი ეფექტის მქონეა როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვისაც. მაგალითისთვის, ონლაინპლატფორმებიდან წამოსული ზეწოლა, რომ იყო იდეალური, ბევრ ადამიანში იწვევს დეპრესიას, შფოთვასა და არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, სოციალურ მედიაში ავთენტურობისა და გულწრფელობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც.
წყარო: bigissue.com
ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ სოციალური ქსელები თინეიჯერებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის – კვლევის შედეგები
Loading…