ონლაინსივრცეში სასიყვარულო თაღლითობები ფულის სანაცვლოდ საკმაოდ გახშირდა. ეს ყველაფერი იზოლაციის პირობებმა განაპირობა.
თაღლითობის ეს სახე ფულის სანაცვლოდ ადამიანის მოტყუებას გულისხმობს, ცრუ რომანტიკული ზრახვების გამოვლენით.
UK Finance-ის თანახმად, 2020 წელს საბანკო გადარიცხვები სასიყვარულო თაღლითობის შედეგად 20%-ით გაიზარდა. ამის შედეგად ჯამში 68 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიკარგა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში სასიყვარულო თაღლითობები აჭარბებდა ონლაინ ვაჭრობისას თაღლითურად მოპარულს თანხას.
ორგანიზაციები ადამიანებს მოუწოდებენ, რომ ყურადღებით იყვნენ ვალენტინობის დღის წინ.
„სასიყვარულო თაღლითობებს მომხმარებლების სიყვარულისა და ფულის გარეშე დატოვება შეუძლია“
ქეითი უორობეკი UK Finance-ის ეკონომიკური დანაშაულის მმართველი დირექტორი.
წყარო: bbc.com
იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები
Loading…