Ikea-ს ახალი გეიმინგ ხაზი უკვე ბაზარზეა და ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანას მოიცავს.
უცნაურია, რომ IKEA– ს ამდენი დრო დასჭირდა გეიმინგ აქსესუარების ხაზის შესაქმნელად. მართალია, უკვე ყიდდა ვიდეოთამაშებისთვის შექმნილ სავარძლებსა და მაგიდებს, მაგრამ ახლა ნოუთბუქების მწარმოებელ Asus ROG-თან ერთად შექმნა გეიმინგის ხაზი, რომელიც შედგება 30-ზე მეტი აქსესუარისგან.
ორი ყველაზე პოპულარული აქსესუარია ხის ხელი, რომელიც ყურსასმენებისა და კაბელების დასაკიდებლად გამოიყენება და ჭიქა, რომელიც სითხეს დაღვრისგან იცავს.
IKEA– ს გეიმინგ პროდუქცია მრავალფეროვანია: თამაშებისთვის მოსახერხებელი სკამები, მაგიდები, მანათობელი რგოლები ოთახის გასანათებლად, და ბევრი სხვა. საერთო ჯამში, მოიცავს სათამაშო პროდუქტების ექვს ხაზს.
გეიმინგ აქსესუარების მთავარი მახასიათებელია ნეიტრალური დიზაინი. მათი გამოყენება შეუძლიათ როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.
სათამაშო ხაზის განვითარებაზე პასუხისმგებელი ევა რიჩერტი The Verge-თან ინტერვიუში:
„მილიარდობით მოთამაშეთა საჭიროებები მთელ მსოფლიოში ძალიან მრავალფეროვანია, ხოლო ბაზარზე არსებული შეთავაზება საკმაოდ ტექნიკური, რაც ხშირად აღიქმება როგორც მამაკაცური დიზაინი, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა დაახლოებით 46 პროცენტი ქალია“.
Ikea-ს ახალი გეიმინგ ხაზი, დაუჯერებლად დაბალი ფასებით უკვე ჩინეთშია ხელმისაწვდომი. მაისში იაპონიაში, ხოლო ოქტომბერში, ევროპაში ვიხილავთ.
Loading…