in

2020 წელს Uber-მა 6.8$ მილიარდი დაკარგა

2020 წელს Uber-მა 6.8 მილიარდი დოლარი დაკარგა. მიუხედავად ამისა, გასული წლის დანაკარგი 2019 წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო.

2019 წელს კომპანიამ 8.5 მილიარდი დოლარი იზარალა. Uber-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია ხარჯების შემცირებასა და  „მომგებიან ზრდაზე“ კონცენტრირდება.

2020 წლის ბოლო სამ თვეში, Uber-მა 968 მილიონი დაკარგა, თუმცა 2021 წლისთვის კომპანია პოზიტიურ მოლოდინს მაინც ინარჩუნებს.

„ჩვენი მიზნების, 2021 წლის მოგებიანობის, მიღწევის გზაზე ვართ.“

ნელსონ ჩაი, Uber-ის მთავარი ფინანსური დირექტორი.

Uber-ი ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიაა, რომელმაც პანდემიის შედეგები დიდი დანაკარგით იგრძნო. ამის გამო, გასულ წელს კომპანიამ თავისი თანამშრომლების 25% გაათავისუფლა.

წყარო: cnn.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
მოტივაციის პლატფორმა #მეშევძელი, რომელიც წარმატების ისტორიებს აერთიანებს

#მეშევძელი – პლატფორმა, რომელიც წარმატების ისტორიებს აერთიანებს

როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში

როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად – ყველაფერი, რაც უნდა იცოდე