ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა ჩვენგანს უწევს ზუმის აპლიკაციის გამოყენება. 2019 წლიდან 2020 წლის მარტამდე აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი 10 მილიონიდან 200 მილიონამდე (2000%) გაიზარდა. ამ ყველაფერმა კი ახალი პრობლემა წარმოშვა – ზუმის შიში.
მოგვწონს თუ არა, COVID-19 პანდემიამ ყველა ჩვენგანი აიძულა, Zoom-ის აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გაეხადა.
კვლევების თანახმად, აშშ-ს მოსახლეობის დაახლოეიბთ 7% განიცდის სოციალურ შფოთვას. მაშინაც კი, თუ გამოუქვეყნებელ და კლინიკურ შემთხვევებს აღმოვფხვრით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზუმის მომხმარებელთა 7% სოციალურ ფობიას განიცდის.
200 მილიონის 7% 14 მილიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 მილიონი ადამიანი ზუმის მოხმარებისას სოციალური ფობიის მსხვერპლია.
სოციალური შფოთვა არსებითად განსჯისა და უხერხულობის შიშია. Zoom-ის შემთხვევაში, შეიძლება სოციალური შფოთვა ახალი ფორმებით განვითარდეს.
ადამიანების უმეტესობას ქვეცნობიერად დარდობს, რომ საკონფერენციო ზარის დროს შესაძლოა, რაღაც შეეშალოს და განსჯის ეშინია.
თუ გსურს გაიგოთ, როგორ შეიძლება სოციალურ ფობიას გაუმკლავდე, ეს რჩევები შენთვისაა. მთავარია, გაითვალისწინო, რომ ვიდეო კონფრენციამდე მომზადება და იდეების ორგანიზება აუცილებელია.
ხშირად მსგავსი შფოთვა სწორედ ადამიანთა უმეტესობას წინასწარ ეწყება. ყველაზე ხშირად ლოდინის ეტაპზე ვღელავთ და ვნერვიულობთ.
როდესაც შეხვედრა იწყება, აზრების ორგანიზებაა მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში გონებამახვილობა მნიშვნელოვნად დაგეხმარება. ადამიანის გონება ყოველთვის საკუთარ თავზეა ფოკუსირებული.
კარგი იქნება, თუ სხვა ადამიანების საუბარსა და ქცევას დავაკვირდებით. შეეცადე, მოუსმინო, რას ამბობს შენი უფროსი და ფოკუსირებაც მისი სიტყვების ჟღერადობაზე მოახდინო.
მას შემდეგ, რაც შეხვედრა დამთავრდება, არ არის საჭირო, ვიფიქროთ, რაზე ვისაუბრეთ. ამით თავიდან ავირიდებთ თვითკრიტიკას და „უხერხულ“ შეფასებას.
არ დაუსვა თავს ისეთი კითხვები, როგორებიცაა: „რატომ ვთქვი ეს?“, ან „კარგი იქნებოდა კითხვაზე განსვავებული პასუხი გამეცა“.
ეს ყველაფერი სოციალური შფოთვის თავიდან აცილების შესანიშნავი შესაძლებლობაა. შენი გონება ყოველთვის ეცდება, უარყოფითი მოგონებები შეგახსენოს და ამით დაძაბულობა გამოიწვიოს.
კარგია, თუ საკუთარ თავს შეეწინააღმდეგები და მხოლოდ კარგად შესრულებულ დავალებებზე იფიქრებ. ზუმის შიში მომენტალურად გაქრება.
გაიხსენე ხუმრობა, რომელიც შენს თანამშრომლებს ძალიან მოეწონათ, ხელახლა, ხმამაღლა წარმოთქვი და მიხვდები, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, სანერვიულო კი არაფერია.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, Zoom-ის შეხვედრები სახალისოც კი მოგეჩვენება და ძალიან მალე ავტომატურად, ზედმეტი ფიქრისა და დაკვირვების გარეშე გააკეთებ ამ ყველაფერს.
მთავარია ეცადო, რომ ეს რჩევები სამომავლოდ ჩვევად აქციო.
ბედნიერ Zoom-შეხვედრებს გისურვებთ!
წყარო: psychologytoday.com
იხილეთ სხვა სტატიები აღნიშნული კატეგორიიდან
Loading…