in ,

როგორ დაადგენს NASA უცხოპლანეტელების კვალს – მეცნიერების ახალი მეთოდი

„ნასას“ სამეცნიერო გუნდმა უცხოპლანეტელების კვალზე გასასვლელად ჭკვიანურ ხერხს მიაგნო. მათ გადაწყვიტეს, ჰაერის დაბინძურები ნიშნებს მიაქციონ ყურადღება და აზოტის დიოქსიდის კვალს მიჰყვნენ.

აზოტის დიოქსიდი და სხვა აირები ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს, სწორედ მსგავსი დაბინძურების კვალს გაჰყვებიან NASA-ს მეცნიერები ეგზოპლანეტებზე. სწორედ ეს არის ახალი მეთოდი, რომლის შესახებაც The Astrophysical Journal სამეცნიერო კვლევის სახით გვამცნობს.

მართალია, აიროვანი დაბინძურების კვალდაკვალ ძიების პროცესი ახალ მეთოდს არ წარმოადგენს, თუმცა აზოტის დიოქსიდით (NO2) კვალის დადგენა ნამდვილად ახალი სიტყვაა მეცნიერებაში.

სიცოცოხლისთვის ხელსაყრელ პლანეტებზე აზოტის დიოქსიდის დაფიქსირებამ, შეიძლება, მასზე ცივილიზაციის არსებობაზე მიგვანიშნოს.

რავი კოპარაპუ, NASA-ს გოდარის კოსმოსური ფრენების ცენტრის მკვლევარი, კვლევის ავტორი

მხოლოდ ერთი პრობლემა რჩება. არსებობს ვარაუდი, რომ ზოგ პლანეტაზე NO2 შესაძლოა თავისთავად არსებობდეს. რიგ შემთხვევებში ამ აირს ვულკანური ამოფრქვევები გამოიმუშავებს. ამიტომ მეცნიერები ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენენ.

წყარო: Futurism

იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში

როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად – ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

„მინდა, PLUS SIZE ქალებს ჩემი თვალით დავანახო საკუთარი თავი“, – გვანცა მაღლაკელიძის ახალი ფოტოპროექტი