The Guardian წერს, რომ მკვლევართა ჯგუფმა შესაძლოა ახალი პლანეტა აღმოაჩინოს უახლოესი ვარსკვლავის, Alpha Centauri-ის სისტემაში. ეს პირველი პლანეტა იქნება, რომელიც უახლოესი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს.
ჯერჯერობით ის „პლანეტა კანდიდატის“ სახელით არის ცნობილი. დაკვირვებისას მეცნიერების ჯგუფმა ნათელი წერტილი აღმოაჩინა, რომელიც შესაძლოა პლანეტა, მცირე ცდომილება, ე.წ. ასტეროიდი, ან სულაც სხვა სახის ციური სხეული იყოს.
„ჩვენ რაღაც შევნიშნეთ“, – განუმარტა პიტ კლუპარმა The Guardian-ს.
„შესაძლოა ეს არტეფაქტი ან სულაც ნამდვილი პლანეტა იყოს. არც ის არის გამორიცხული, რომ მცირე ცდომილებას, ე.წ. ასტეროიდს ან კოსმიურ მტვერს ვხედავდეთ ძლიერი ნათების სახით“.
Alpha Centauri სამვარსკვლავიანი სისტემაა, რომელიც, სახელიდან გამომდინარე, სამი ვარსკვლავისგან შედგება. 2016 წელს ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ამ სამიდან მინიმუმ ორი ახალი პლანეტა პოტენციურად დაახლოებული ეგზოპლანეტებია. ისინი Alpha Centuri C-ს, წითელი ჯუჯა და Proxima Centuri-ის სახელით არიან ცნობილი.
ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მეცნიერებს ახალი დავალება აქვთ – რამდენიმე თვის განმავლობაში დააკვირდნენ შესაძლო ეგზოპლანეტას. თუ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დედამიწიდან დანახულმა ძლიერმა ნათებამ მდებარეობა არ შეიცვალა, ავტომატურად გამოირიცხება კოსმიური მტვრის ალბათობა.
წყარო: futurism.com
იხილეთ მსგავსი სტატია სამეცნიერო კატეგორიიდან: ვინ არიან ქართველი მეცნიერები, რომელთა გვარებსაც NASA ერთ კვირაში მარსზე ჩაიტანს
Loading…