არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა სააგენტომ Hope Probe-ის მეშვეობით გადაღებული მარსის პირველი ფოტო გამოაქვეყნა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც წითელ პლანეტას მიაღწია. CNBC-ის თანახმად, ექსპერტები ორბიტაზე შეღწევის შესაძლებლობას 50%-ით აფასებენ.
Hope Probe-ს მარსამდე მისაღწევად შვიდი თვე დასჭირდა. კოსმოსური სააგენტო პლანეტის ატმოსფეროს შესასწავლად მარსის ორბიტაზე ბრუნვას სრული მარსიანული წლით, დედამიწის დროით – ორი წლის განმავლობაში გეგმავდა.
მარსის პირველი გამოსახულება, რომელიც გაერთიანებულ საამიროებს ეკუთვნის, პლანეტის ზედაპირიდან 25,000 კმ-ის დაშორებით არის დაღებული.
წყარო: businessinsider.com
იხილეთ სტატია მსგავსი თემით: ვინ არიან ქართველი მეცნიერები, რომელთა გვარებსაც NASA ერთ კვირაში მარსზე ჩაიტანს
Loading…