in

ყველაფერი Facebook-ის ჭკვიან საათზე – ჭორი თუ რეალობა

Facebook-ის Smartwatch

Facebook-ი ცნობილია თავისი სოციალური ქსელებით, თუმცა, შესაძლოა, მალე  ჭკვიანი მოწყობილობების წარმოება დაიწყოს.  ამ შემთხვევაში, საუბარია Facebook-ის ჭკვიან საათზე,  რომელიც აქცენტებს შეტყობინებებსა და მომხმარებლის ჯანმრთელობაზე გააკეთებს.  

ინფორმაცია The Information-მა გაავრცელა. სააგენტოს წყაროების თანახმად, ჭკვიანი საათი სხვა საათებისგან განსხვავებით, უფრო სპეციფიკური იქნება. ამჟამად, მარკ ცუკერბერგის კომპანიას არ აქვს მონაცემთა მართვისა და მომხმარებლის კონფიდენციალურობის სანიმუშო რეპუტაცია. ამიტომ, Facebook- ის სმარტ საათმა შეიძლება მომხმარებლის  შეშფოთება გამოიწვიოს.

Facebook-ის Smartwatch

მოწყობილობა Android-ის ღია ვერსიას დაეფუძნება და თავსებადი მრავალ მობილურ მოწყობილობასთან იქნება, თუმცა, საათს  მუშაობისთვის მათთან დაკავშირება არ დასჭირდება.  მომხმარებლის მონაცემები, როგორიცაა სავარჯიშოები, რუტინები და სხვა, Facebook- ის სოციალური ქსელების საშუალებით შეგროვდება.

ჭკვიანი საათის ბაზარზე გამოჩენას 2022 წლიდან ვარაუდობენ, თუმცა, ჯერჯერობით კომპანიას Facebook-ის ჭკვიან საათზე, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მეტი დეტალის შესატყობად ისღა დაგვრჩენია, მანამდე სხვა მოწყობილობები გამოვიყენოთ და Facebook-ის მიერ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას დაველოდოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – როგორი მენეჯერი ხარ?

ახალი აუდიოაპლიკაცია Clubhouse – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ