in , ,

“დაიწყე აქ” – საბაუნის ახალი კამპანია და უფასოდ სწავლის შესაძლებლობა

“დაიწყე აქ” სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კორპორაციულ-სოციალური კამპანიაა, რომელიც აბიტურიენტებს დამატებით შეღავათებს სთავაზობს.

2021 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად პირველი და მეორე პრიორიტეტით “საბაუნიში” ჩარიცხული ყველა პირველკურსელი შემოდგომის სემესტრში უფასოდ ისწავლის.

გარდა ამისა, უნივერსიტეტი კამპანიის ფარგლებში იმ სტუდენტებს, რომლებიც გრანტს მოიპოვებენ, დამატებით საჩუქრებს სთავზობს.

100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში საბაუნი სტუდენტს ლეპტოპებს გადასცემს, ხოლო 70% და 50%-იანი გრანტის შემთხვევაში – პლანშეტებს. მოწყობილობებში ჩატვირთული იქნება სტუდენტისთვის საჭირო ყველა ლიტერატურა და მათ უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ბაზებზე წვდომა ექნებათ.

კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია უნივერსიტეტმა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების საპასუხოდ წამოიწყო.

უნივერსიტეტს აბიტურიენტებისთვის მსგავსი შეთვაზება 2020 წელსაც ჰქონდა გამოცხადებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბიტკოინით გადახდა Apple Pay-ის მეშვეობით შეგიძლიათ

ჩრდილოეთ კორეას Pfizer-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვაში ადანაშაულებენ