in

როგორ უნდა ატარონ პირბადე წვერიანებმა – პრაქტიკული რჩევები

ბირბადის ტარება კორონავირუსის შესაჩერებლად ბევრი ჩვენგანისთვის მარტივია, თუმცა მათ, ვინც წვერს ატარებს, პირბადის სწორად გამოყენება ურთულდება. ამ სტატიაში განვიხილავთ რჩევებს, რომლებიც პირბადის სწორად მოხმარებისთვის გამოდგებათ, თუ წვერს ატარებთ.

არ გამოიყენოთ ნაჭრის პირბადე

იელის უნივერსიტეტის პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნაჭრის პირბადე და წვერი ერთად არასასურველი კომბინაციაა, რადგან ნაჭრის პირბადეები ხელს უშლის თმას ფორმის შენარჩუნებაში.

შეიმოკლეთ წვერი

დიდი ალბათობით, ასეთი რჩევები ვერ დაგარწმუნებს საკუთარ სტილზე პირბადის გამო უარი თქვა, მაგრამ შესაძლოა იმაში მაინ დაგარწმუნოს, რომ წვერის შემოკლება კარგი იდეაა პირბადის ტარებისას. ასევე, კარგი იქნება, თუ შედარებით დიდი ზომის პირბადეზე შეაჩერებ არჩევანს.

მნიშვნელოვანია, რომ პიბადე სახეს მთლიანად ფარავდეს, ამიტომ უმჯობესია უარი თქვა ისეთ ნიღბებზე, რომლებსაც ყურის მარყუჟები აქვს. პირბადის არჩევისას უმჯობესი იქნება ისეთი პირბადის ტარება, რომელიც კისრის უკანა მხარეს მაგრდება. წინააღმდეგ შემთხვევში, როცა წვერს ატარებ, პირბადე ნიკაპზე კარგად არ მაგრდება და შესაძლებელია, მდებარეობა ხშირად შეიცვალოს, რაც არამხოლოდ მხედველობის პრობლემა შეგიქმნით, არამედ საშიშიც არის იმ შემთხვევაში, თუ მანქანას მართავთ.

ხშირად დაიბანეთ ხელები

როდესაც პირბადე კარგად არ გერგება შესაძლებელია ხშირად ასწორებდე მის ადგილმდებარეობას. რაც იმას ნიშნავს, რომ სახეს ხელებით ხშირად ეხები. ამ გზით ხელიდან სახეზე ბაქტეიების გადატანა ადვილია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხშირად დაიბანოთ ხელები. თუ ყოველთვის არ გაქვს ხელსაბანთან წვდომა, შეგიძლია ხელის სანიტაიზერი ატარო.

უთხარით არა რესპირატორებს

ისეთ რესპირატორებს, როგორებიცაა N95 ძირითადად ჯანდაცვის პერსონალზეა გათვლილი. მათი სტანდარტებიც, შესაბამისად, მაღალია, თუმცა წვერთან ერთად, მათი ტარება ჩვეულებრივ პირბადეზე მეტად არაკომფორტულია.

სავარაუდოა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა პიბადის ტარება, აღარ იქნება და გრძელი წვერის ტარებაც უფრო ადვილი გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როდის მოგვიწევს აცრა – ყველაფერი COVID-19-ის ვაქცინაზე

ბილ გეიტსი მდიდარ ქვეყნებს სინთეტიკური ხორცის მოხმარებას ურჩევს