in ,

რას ნიშნავს წლის საუკეთესო ბანკირების სამეულში მოხვედრა – ნიკა ქურდიანის მსოფლიო წარმატება

ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაციამ (Emfa) და Mastercard-მა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. აღნიშნული ღონისძიება 2021 წელს პირველად ჩატარდა. ნომინანტთა სიაში TBC ბანკი და მისი გენერალური დირექტორის მოადგილე – ნიკა ქურდიანი გახლდათ წარდგენილი. „თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების სამეულში აირჩიეს.

რამდენი კანდიდატი იყო წარდგენილი

აღნიშნულ ნომინაციაში „წლის საუკეთესო SME ბანკირი“ მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი. „თიბისი“ კონკურენციას უწევდს Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal Bank of Canada და სხვა მსოფლიო მსხვილ ფინანსურ წარმომადგენლებს.

წარმომადგენელთა შერჩევის კრიტერიუმები

ინსპირაციული ბანკირები მთელი მსოფლიოდან SME ბანკინგის მიმართულებით თავიათი საქმიანობის მიხედვით შეირჩნენ, კრიტერიუმებს შორის იყო ინოვაციების დანერგვა, ახალი ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიზნეს შედეგები, ბანკების ზომა, საბაზრო წილი და ა.შ.

ჯილდო და უპირატესობები

დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეებს გადაეცათ, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.

ვულოცავ ნიკა ქურდიანს Efma-ს და მასტერქარდის ჯილდოს. ეს დიდი აღიარებაა, როგორც ჩვენთვის, თიბისისთვის, ისე ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას და ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის როლი ძალიან დიდია ამ სეგმენტის განვითარებაში. ამ აღიარებით Efma-მ შეაფასა ის ინოვაციები და ბიზნეს ინიციატივები, რომლებიც ჩვენ და მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დავნერგეთ ბაზარზე 2020 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის

ვახტანგ ბუცხრიკიძე – თიბისის გენერალური დირექტორი

როგორც ცნობილია, ნიკა ქურდიანი 2015 წლიდან უძღვება თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს თიბისის გადახდებისა და მარკეტინგის მიმართულებებს და საერთაშორისო ციფრულ საბანკო პლატფორმას Space. ის, ასევე, არის TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Friends-ის პერსონაჟების ჩაცმის სტილი, რომელიც დღესაც პოპულარულია

„საქართველოს მეორე გზავნილი“ მარსზე დღეს ღამით დაჯდება – სად ვუყუროთ