in , ,

„საქართველოს მეორე გზავნილი“ მარსზე დღეს ღამით დაჯდება – სად ვუყუროთ

როგორც გასულ კვირას გიყვებოდით, დღეს, 18 თებერვალს, თბილისის დროით 22:15 წუთზე, NASA-ს პირდაპირი ტრანსლაცია youtube-ის ოფიციალურ არხზე დაიწყება. ღონისძიება პლანეტა მარსზე თვითმართვადი Perseverance-ის დაშვებას ეხება. აღსანიშნავია, რომ მისიის ფარგლებში პირველად ჩაიწერება პლანეტის აუდიო.

როგორც NASA-ს სისტემის ინჟინერი გრეგორიო ვილარი გვაუწყებს, მარსზე დაშვების სხვა ისტორიულმა პრეცედენტებმა წარუმატებლად ჩაიარა, Perseverance კი უფრი დიდი როვერია, რომელიც მისიას შეეჭიდება. ვილარის განცხადებით, მათ სურთ, უსაფრთხო ადგილებს მიუახლოვდნენ და თვითმართვადმა მოწყობილობამ სიცოცხლის უძველესი ნიშანწყალი აღმოაჩინოს.

„საქართველოს ასტრონომიის კლუბი“ და Facebook-ჯგუფი „ასტრონომიის მოყვარულთათვის“ განსაკუთრებული მოლოდინით ელიან პირდაპირი ეთერის დაწყებას, ვინაიდან Perseverance როგორც მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნიდან, საქართველოდანაც ჩაიტანს ქართულ გვარ-სახელებს წითელ პლანეტაზე.

გაეცანით მასალას ამავე თემაზე: ვინ არიან ქართველი მეცნიერები, რომელთა გვარებსაც NASA ერთ კვირაში მარსზე ჩაიტანს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რას ნიშნავს წლის საუკეთესო ბანკირების სამეულში მოხვედრა – ნიკა ქურდიანის მსოფლიო წარმატება

როგორ შევამოწმოთ ონკანის წყლის ხარისხი?! – მარტივი ტესტი