ახალი წელიწადის პირველი პერიოდი საკუთარ თავთან დაპირებით იწყება, რომ ზაფხულისათვის კარგ ფორმაში უნდა ჩავდგეთ. ახლა, როცა პანდემიის პერიოდი გვიზღუდავს ფიტნეს დარბაზებით სარგებლობას, უამრავმა ადამიანმა სახლის ვარჯიშების მოძიება გადაწყვიტა.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ „ტემპოს“ – მოწყობილობას, რომელსაც თქვენი პერსონალური ტრენერის შეცვლა შეუძლია. „ტემპო სტუდი“ AI ჭკვიანი სისტემითაა აღჭურვილი და 3D გამოსახულების დაფიქსირებაც შეუძლია. მას, ასევე, აქვს შესაძლებლობა, თქვენზე მორგებული პერსონალური სავარჯიშო კურსი შემოგთავაზოთ.
თუ მაინც ადამიანებთან ურთიერთობა უფრო კომფორტულია თქვენთვის, მოწყობილობა სხვადასხვა ტრენერთანაც დაგაკავშირებთ.
„ტემპო“ საკმაოდ კომფორტული აპარატია, თქვენ შეგიძლიათ რომელიმე თავისუფალ კედელთან განათავსოთ და თქვენი სახლი მსოფლიო დონის ფიტნეს დარბაზი გახადოთ.
გაეცანით ჩვენს სხვა სტატიებს ამავე კატეგორიიდან
Loading…