in ,

For Mood 96 – ქალისა და მამაკაცის სხეულით შთაგონებული ქართული სტარტაპი

სხეულის ესთეტიკა და ხელოვნება თუკი გიზიდავთ, მაშინ For Mood 96-ის პროდუქცია თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ქართული სტარტაპი რამდენიმე თვეა, რაც ქართველ მომხმარებლებს ყოველდღიური გამოყენების პროდუქტების ერთობ საინტერესო ინტერპრეტაციას სთავაზობს.

თუ რას გულისხმობს უფრო დეტალურად For Mood 96, ხატია ჯოხარიძისგან – სტარტაპის თანადამფუძნებლისგან გაიგებთ.

საიდან გაჩნდა For Mood 96-ის შექმნის იდეა?

Foor Mood 96-ის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა. მაშინ, ჯერ კიდევ, აქტიურად ვმოგზაურობდი. ერთ-ერთი თრიფიდან დაბრუნებულმა სამსახურში თანამშრომლებისთვის „ორიგინალური“ ფორმის საპნები ჩამოვიტანე. იქ, სიცილ-კისკისში ფინანსურ მენეჯერს, ახლა უკვე თანადამფუძნებელს, წამოსცდა, რომ მასაც შეეძლო  მსგავსი აქსესუარების მომზადება და გაჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც გვეცადა ეს მიმართულება. თუმცა შემდეგ, რატომღაც, ეს ჩვენი სურვილი პრიორიტეტებიდან ამოვაგდეთ და ბნელ ოთახში მოვისროლეთ.

აი, პანდემიამ ნამდვილად გამოგვიჩინა ზედმეტი დრო და ჩვენც გავიხსენეთ, გადმოვალაგეთ მასალები და ვცადეთ. ვცადეთ და 2020 წლის 6 დეკემბრიდან ბაზარზე ვართ, თან საკმაოდ წარმატებულად.

კონკრეტულად რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს და რით არის ის განსაკუთრებული?

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქციას, რომელიც ქმნის განწყობასა და პოზიტივს,  ესენია: სანთლები, საპნები, შოკოლადები, მაცივარის აქსესუარები, ქოთნები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული ფორმის. (ქალის და მამაკაცის სილუეტები და სხეულის ნაწილები) მარტივად რომ გითხრათ, ყველაფერი რაც სიყვარულის სახელით „პრავდება“, შეგიძლიათ ჩვენთან აღმოაჩინოთ.

როგორ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ For Mood 96?

რაღა დაგიმალოთ და აღფრთოვანებული ვარ ქართული საზოგადოების მიმღებლობით.

ვფიქრობ, ძალიან სწორად მიიღო, უამრავი დადებითი შეფასება და შექება მოგვდის. გაუხარდათ ჩვენი არსებობის აღმოჩენა. ხასიათზე მოვიდნენ, რაც ჩვენთვის ორმაგი სტიმულია. ისინიც ისეთივე იუმორით უდგებიან ამ წამოწყებას, როგორც ერთ დროს ჩვენ მივუდექით ამ ამბავს, როგორც ბიზნეს იდეას.

აპირებთ თუ არა სიახლეების შეთავზებას მომხმარებლებისთვის? მაგალითად, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას ან გამრავალფეროვნებას?

დიახ, რა თქმა უნდა. გარდა იმისა, რომ ვაპირებთ პროდუქციის გამრავალფეროვნებას და ყველა იდეის განხორციელებას რაც გვაქვს, ნამდვილი ცხოვრება, რომ დაბრუნდება გვინდა ვიყოთ კომპანია, რომელსაც ბადალი არ ეყოლება Bachelorette Party planning Tips and Advice ამბებში (ე.წ. „ძევიშნიკების“ ორგანიზატორი კომპანია ვიქნებით).

რამდენი ადამიანი მუშაობს სტარტაპზე?

ამ სტარტაპზე დღეისათვის მუშაობს 6 ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, მალე საგრძნობლად გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვი.

გყავთ თუ არა კონკურენტი ბაზარზე?

ჯერჯერობით ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყვავს. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველები ვართ. მადლობა ყველა ჩვენს მომხამრებელს, ვინც უპირობოდ შეგვიყვარა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიკრიბეთ ძალა და სცენის არ შეგვეშინდა.

გულწრფელად გეტყვით –  ეს ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ „რაც ადვილია, ის იშვიათადაა კარგი“.

ხოდა, ჩვენც ვცადეთ.

აღმოაჩინეთ სხვა სტარტაპები Venue-ზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ლატვიაში სტილისტებმა Covid-შეზღუდვების წინააღმდეგ უცნაური გამოსავალი იპოვეს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს