შეამოწმე, რამდენად კარგი მენეჯერი ხარ. როგორ მართავ კომპანიას ან პატარა ჯგუფს, რომლის მენეჯერობაც გევალება. ლიდერი ხარ თუ ბოსი. როგორ ექცევი თანამშრომლებს და რა შედეგებს აღწევ მათთან ერთად.
- Question of
როგორ იწყება შენი დილა კომპანიაში?
- დილას იწყებ გუნდთან შეხვედრით, ატარებ თათბირს და თანამშრომლებს აძლევ მოტივაციას, რომ მთელი დღე ნაყოფიერად იმუშაონ
- დილას იწყებ ყვირილით, თანამშრომლებს უწოდებ უსაქმურებს და მოუწოდებ, თავიანთი საქმე შეასრულონ
- დილას აგვიანებ სამსახურში, არ ეკონტაქტები თანამშრომლებს, მთელი დღე ჩაკეტილი ხარ ოთახში
- Question of
როგორ იქცევი თათბირებზე?
- თათბირებს საერთოდ არ ვატარებ, რა საჭიროა?
- თათბირებზე თანამშრომლებს ვუსმენ, თუმცა მათ აზრს არ ვითვალისწინებ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს
- თანამშრომლებს ვუსმენ, თუ საჭიროა, ვკამათობთ და მივდივართ ჭეშმარიტებამდე, მათ აზრს პატივს ვცემ
- Question of
როგორი დამოკიდებულება აქვთ თანამშრომლებს შენ მიმართ?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს, მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ!
- ჩემი დანახვა შიშის ზარს სცემთ, ასეც უნდა იყოს!
- პატივს მცემენ, რადგან გუნდური მოთამაშეები ვართ
- Question of
როგორი დამოკიდებულება გაქვს თანამშრომლების მიმართ?
- პატივს ვცემ და ყოველთვის ვცდილობ, თავი საჭირო ადამიანებად ვაგრძნობინო
- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ
- ისე ვექცევი, როგორც დაიმსახურებენ
- Question of
როგორ პასუხობ თანამშრომელს, რომელიც შვებულებას გთხოვს?
- ვარკვევ, ვინ შეასრულებს მის მოვალეობას და სასიამოვნო დასვენებას ვუსურვებ
- უკმაყოფილო სახით შევხედავ და დავიწუწუნებ, თუმცა მაინც მივცემ შვებულებაში გასვლის უფლებას
- რამ დაგღალა? რა შვებულება მოგინდა ამ გაგანია მუშაობაში?!
- Question of
როგორ იქცევი, თუ შეამჩნევ, რომ კარგი თანამშრომელი ისე აღარ მუშაობს, როგორც აქამდე?
- ყველას თანდასწრებით მივცემ შენიშვნას, იქნებ ახლა მაინც გაანძრიოს ხელი და ამუშავდეს
- ცალკე დაველაპარაკები, მიზეზს გავარკვევ და ვეცდები, მასთან ერთად აღმოვფხვრა პრობლემა
- ცოტა ხანს ვუყურებ და თუ არ გამოსწორდა, სამსახურიდან გავუშვებ
- Question of
როგორ თანამშრომელს აფასებ უფრო მეტად?
- მორჩილს
- ვინც დამატებით საათებს მუშაობს
- მას, ვისაც შეუძლია ბევრი შრომა და ჯანსაღი კამათიც
- Question of
ეხმარები თუ არა გუნდს საერთო საქმის შესრულებაში?
- მითითებებს ვაძლევ და მერე ვამოწმებ, შეასრულეს თუ არა
- მე თუ დავეხმარე, ეგ რა მუშაობაა
- სტრატეგიას ერთობლივად განვსაზღვრავთ და თუ საჭიროებისამებრ ვმონაწილეობ უშუალოდ კონკრეტული საქმის შესრულებაში
- Question of
რა სიტყვებით გაამხნევებდი გუნდს, როცა მნიშვნელოვანი საქმის დედლაინი ახლოვდება?
- იჩქარეთ! დედლაინი ახლოვდება და საკმარისად არ შრომობთ, რომ შედეგს მიაღწიოთ!
- ყველაფერი გამოგვივა! დედლაინამდე ცოტა დროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვაწრებთ!
- ყველას გაკვირდებით და ვინც სწრაფად არ მუშაობთ, ხელფასიდან თანხა დაგექვითებათ!
- Question of
უწყობთ თუ არა ხელს თანამშრომლებს, რომ კომპანიაში წარმატებას მიაღწიონ?
- დიახ, მაქსიმალურად ვუწყობ ხელს, რომ თითოეული თანამშრომელი იყოს წარმატებული
- მხოლოდ იმათ ვუწყობ ხელს, ვინც ბევრს შრომობს
- კომპანიაში წარმატებული მხოლოდ მე უნდა ვიყო, რადგან მათი ხელმძღვანელი ვარ
Loading…