in ,

„ფეისბუქმა“ კორონავირუსის შესახებ 50 მილიონი ყალბი პოსტი წაშალა

„ფეისბუქმა“ კორონავირუსის შესახებ 50 მილიონი ყალბი პოსტი წაშალა

„ფეისბუქმა“ კორონავირუსის შესახებ 50 მილიონი ყალბი პოსტი წაშალა. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც იუწყებიან, კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს ფეისბუქზე სპეციალური ნიშანი აქვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ყალბი პოსტების მონიშვნის ტექნიკა ეფექტურია, რადგან მოქალაქეების 95% მონიშნულ ჩანაწერებს აღარ ხსნის.

ფეისბუქში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ წაშალა „ასობით ათასი პოსტი“, რომელთაც მომხმარებლებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება შეეძლოთ. საუბარია მაგალითად ისეთ პოსტებზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ „კორონავირუსის განკურნება მათეთრებლით არის შესაძლებელი“.

აპრილის თვეში ფეისბუქმა წაშალა ჩანაწერები, რომლებიც კარანტინის საწინააღმდეგო აქციების გამართვის მოწოდებებს შეიცავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
კანის კინოფესტივალი წელს ჩვეულ ფორმატში არ ჩატარდება

კანის კინოფესტივალი წელს ჩვეულ ფორმატში არ ჩატარდება