in ,

როგორ განვიკურნოთ Covid19-ით გამოწვეული „მასობრივი ტრავმისგან“?

მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მასობრივი ტრავმის გამომწვევი პირველი გლობალური მოვლენაა.

მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი, გლობალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი – ეს ყველაფერი განაპირობებს „მასობრივი ტრავმის“ ჩამოყალიბებას. თუმცა, ახლა, პანდემიაზე ფიქრისას, იშვიათად თუ ახსენდება ვინმეს ეს.

„ტრავმის“ სწორი აღქმა

ტრავმა გაცილებით უფრო ფაქიზი კონცეფციაა, ვიდრე ეს ბევრ ჩვენგანს ჰგონია. ეს სიტყვა მხოლოდ განსაკუთრებულად სტრესულ მოვლენას არ გამოხატავს. მას ყოველთვის მკვეთრი, მოულოდნელი შემთხვევები არ იწვევს. ტრავმა მოვლენებსა და მათ გონებაზე გავლენას შეეხება. მას უბრალო სტრესისგან რწმენის ღრმა დონეზე ჩვენი მისადმი დამოკიდებულება განასხვავებს.

ტრავმა ყოველთვის არ არის მოვლენების ინტენსივობის პროპორციული. ზოგი ადამიანი მომხდარს უკეთ გადაამუშავებს, ვიდრე სხვები.

„ეს, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ როგორი დღე გაქვს. მართლაც რთულია იმის გარკვევა, თუ ვისთვის რა იქნება ტრავმული“

დეივიდ სტრიკი, ფსიქიატრი და ბრიტანეთის ტრავმის საბჭოს წარმომადგენელი.

„მასობრივი ტრავმის“ გაგება

მასობრივი ტრავმა, იგივე „კოლექტიური ტრავმა“ ერთი და იმავე მოვლენის ან მოვლენების სერიის შედეგად დიდი რაოდენობის ადამიანის ტრავმირებას გულისხმობს. Covid19 კი ამ კუთხით მრავალმხრივ საყურადღებო მოვლენაა.

სიკვდილი ყოველთვის და ყველგან ტრავმას იწვევს. კორონავირუსის დროს კი ეს კიდევ უფრო მძაფრად გამოიცდება. მდგომარეობის სწრაფი და მოულოდნელი გაუარესება, რომელსაც ადამიანის გარდაცვალებამდე მივყავართ, ემოციურ მზადყოფნას ართულებს. გამუდმებული შეხსენება, ყოველდღიური ნიუსების მეშვეობით ტრავმის ხელახლა განცდას უწყობს ხელს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებთან იზოლირებულად მუშაობის შემდეგ, ჯანდაცვის მუშაკების დაახლოებით 20% განიცდის პოსტ-ტრავმულ ეფექტებს.

ვირუსის მძიმე ფორმებში განვითარებაც კი საკმაოდ ტრავმულ ეფექტს ატარებს.

„სუნთქვის შეუძლებლობა ყველაზე ტრავმული მოვლენაა, რაც შეიძლება წარმოიდგინო. უბრალოდ, იმიტომ, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. სუნთქვის შეუძლებლობა უმწეობის მთავარი მაგალითია.“

მეტინ ბასოგლუ, ლონდონის კინგსის კოლეჯის ტრავმის შემსწავლელი ფაკულტეტის ფუძემდებელი.

დავიწყების პრობლემა

მასობრივი ტრავმის გრძელვადიანი სოციალური საშიშროება დავიწყებაში გამოიხატება. როდესაც ის დაუმუშავებელი, განუხილველი და რეპრესირებულია, კონკრეტული ჯგუფის სოციალური მდგომარეობაც განუკურნავი რჩება.

შესაძლოა, Covid19 შემაშინებლად მარტივი აღმოჩნდეს დასავიწყებლად. უკანასკნელი გლობალური პანდემია, 1918 წლის გრიპი იმდენად განცალკევდა ეროვნულ მოგონებებში, რომ მას „დავიწყებული გრიპი“ ეწოდა. მას 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა საზოგადოებრივ სახეზე მას გავლენა არ ჰქონია.

1957 და 1968 წლების პანდემიებმაც იგივე ბედი გაიზიარეს.

ეს მოვლენა – პანდემიების დავიწყება, შესაძლოა, მისი ხასიათის სარკეს წარმოადგენდეს. ძნელია, პანდემიით გამოწვეული ტრავმის გახსენება და გააზრება, რადგან აქ, შესაძლოა, მოსათხრობიც არაფერია.  

რამდენად რთულად განსახორციელებელიც არ უნდა იყოს, გახსენებაზე უარის თქმა თავისთავად არის გადაწყვეტილება.

თუმცა, პანდემიების არ გახსენებამ და მათმა დავიწყებამ, შესაძლოა, მომავალი კრიზისების დროს ჩვენს მზადყოფნაზე იქონიოს გავლენა.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის წარმომადგენლები კეტრინ მილარი და იუნა ჰანი დიდ ბრიტანეთში Covid19-ის ხსენების დღის არსებობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემენ.

„ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ეს იყოს დღე, როცა ადამიანები არ იმუშავებენ.“

კეტრინ მილარი ლონდონის ეკონომიკის სკოლის წარმომადგენელი

ყველა პანდემია როგორღაც სრულდება. ესეც დასრულდება. თუმცა მისით გამოწვეული ტრავმის დავიწყება და ყურადღების არ მიქცევა ვერ დაგვეხმარება. ეს დააზიანებს ისტორიას, ჩვენს გონებას და, შესაძლოა, მომავალსაც კი.

წყარო: bbc.com

იხილეთ სხვა საინტერესო მასალა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ახალი აუდიოაპლიკაცია Clubhouse – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

“ჩემი ცოლის დაქალები” ბრუნდება