in ,

Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციული ვიდეოები Youtube-ზე დაიბლოკება

Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციული ვიდეოები Youtube-ზე დაიბლოკება. ამას გარდა, დაიბლოკება ვიდეოები, სადაც 5G-ის შესახებ არის საუბარი.

ვიდეოპლატფორმაზე აღარ განთავსდება ვიდეო, სადაც საუბარია, რომ კორონავირუსი არ არსებობს ან ის 5G ქსელით ვრცელდება.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ასევე აკრძალული იქნება ისეთი ვიდეოს განთავსება, სადაც საუბარია კორონავირუსის ე.წ სახალხო მეთოდებით მკურნალობაზე. ასევე ვირუსის შესახებ ისეთი ცრუ ცნობების შემცველი მასალის გამოქვეყნება, როგორიცაა ყალბი ინფორმაცია, რომ „ვირუსის ვაქცინა ან წამალი უკვე არსებობს“.

Google-ის ახალი წესებით, აკრძალული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ქვეყნების ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციების ეჭვქვეშ დაყენება. კერძოდ, საუბარია სოციალური დისტანციის დაცვასა და თვითოზოლაციაზე.

აკრძალული თემების შემცველი ვიდეოები Youtube-ზე წაიშლება. განმეორებით მათი ატვირთვის შემთხვევაში კონკრეტულ მომხმარებლების ანგარიშებს დაბლოკავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Tinder-ზე პარტნიორის ძებნას მსოფლიო მასშტაბით შეძლებთ

ვოისის ლოგო

საქართველოს პირველ არხზე „ვოისი“ იწყება