in ,

შეგხვდება თუ არა კორონავირუსი – ვაქცინაციის შემდეგ?

COVID-19-ის პოსტ-ვაქცინაციის შედეგებზე ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრო-ბიოლოგი დებორა ფულერი საუბრობს.

აქრობს თუ არა ვაქცინაცია ინფექციას სრულად?

მოკლე პასუხია – არა. ვაქცინაციის შემდეგ ინფექციის მიღების შანსები მცირდება, თითქმის 0-ს უტოლდება.

ვაქცინაციის პროცესის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი დაცულია დაავადებისგან და არა ინფექციისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ 95%-ით ეფექტური ვაქცინის მიმღები ორგანიზმები არ დაავადდებიან, თუმცა ინფექცია იარსებებს. დანარჩენი 5% დაავადდებიან, მაგრამ მათი ჰოსპიტალიზაცია არ იქნება საჭირო. ვაქცინაცია არ იცავს 100%-ით, თუმცა ის აძლიერებს იმუნიტეტს და რისკ ფაქტორებს ამცირებს თითქმის ნულამდე.

ინფექცია ყოველთვის გადამდებია?

ე.წ “ტრანსმისია” ხდება მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანი ვირუსს გადასცემს ჯანმრთელს. თეორიულად, ვაქცინაციის შემდეგ გადადების შანსები მცირდება.

ზოგადად კი ვაქცინაცია ამცირებს ვირუსის რაოდენობას, რომელიც ადამიანის ცხვირიდან და პირიდან ვრცელდება. ნაკლები კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ნიშნავს გავრცელების ნაკლებ შანსებს. თუ ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში მცირეა, გადადების შანსი თითქმის არ არსებობს. რადგან ვაქცინა არ არის 100%-იანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრები რეკომენდაციას უწევენ პირბადის ტარებასა და დისტანციას, ვაქცინაციის შემდეგაც კი.

კორონავირუსის ახალი ვარიაციები:

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის ახალი ვარიაციები გავრცელდა, რის მიმართაც ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია. მაგალითად, B1351-, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.

სამხრეთ აფრიკაში ვაქცინა 85%-ით იცავს ადამიანებს, მაგრამ რეალური შემთხვევების მიხედვით ეფექტურობა მხოლოდ 50-60% – ია.

თუ ვაქცინირებულ ადამიანებს ვირუსის დიდი რაოდენობა აქვთ ორგანიზმში, სხვა ადამიანზე გადადების შანსები ნაკლებია. თუმცა ვაქცინაციის არსებობის მიუხედავად, ვირუსის ახალი ვარიანტების გადადების შანსები იმატებს.

ვაქცინები მსოფლიოში მომაკვდინებელი დაავადებებისთვისაა შექმნილი. მათი ეფექტურობა დამოკიდებულია შტამების ვარიაციებზე და მათ სირთულეებზე. რაც უფრო მეტი შტამი იარსებებს, ვაქცინაცია მით ნაკლებად ეფექტური იქნება, რადგან ის კონკრეტულ დაავადებას ერგება და არა მის სახეცვლილ ფორმებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ქართული კივი იაპონურ ბაზარზე გადის – „აწარმოე საქართველოში“

კოსმოსური სასტუმრო

პირველი კოსმოსური სასტუმრო 2027 წელს გაიხსნება