რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, პრევენციისთვის, გარკვეული ზომების დამატება გახდა საჭირო. ასევე, ცნობილია რომ უკან მიბრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.
კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შედის ისეთი ბრენდული მაღაზიები, როგორიცაა: “ზარა”, “მასიმო დუტი”, “ოიშო”, “ბერშკა”, “სტრადივარიუსი” და ა.შ.
in ამბები
Loading…