in

„იცანი“ – ტანსაცმლის ახალი ბრენდი ქართული გზავნილებით

„იცანი შენი ემოცია“ – რამდენიმე თვის წინ ამ დევიზით დაიწყო პროექტი, რომელიც საქართველოში არსებული პრობლემებისა და აქტუალური საკითხების ირგვლივ გაერთიანებას მოიცავდა. ამ პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ტანსაცმლის ხაზი „იცანი“, რომელიც საზოგადოებას ორიგინალური ვიდეორგოლებით აცნობს თავის კოლექციებს.

ვიდეორგოლებს ფონად ქართული მუსიკა ამშვენებს. 

„იცანის“ გუნდის მიზანია, ამით დაანახოს საზოგადოებას მათ მიერ აღქმული რეალობა. სწორედ ვიდეორგოლში ასახული მესიჯი მათ პროდუქციაზე ინაცვლებს. 

„იცანი“ – ეს არის ისტორია, რომელიც ისტორიას ატარებს. ამას კი კიდევ უფრო ამყარებს მათი ახალი კოლექცია, რომელიც ახლახან გაეცნო საზოგადოებას. პულოვერები, რომლებზეც დატანალიაესკიზები მხატვრული ფილმებიდან „შერეკილები“ და „იმერული ესკიზები“. 

„იცანი“ ახალი კოლექციიდან კიდევ ბევრ საინტერესო ნამუშევარს გპირდებათ.

მასალა მოამზადა რეზი მამსიკაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კორეის კვლევების აკადემიის სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა

დედამიწაზე დიდი ოდენობით ვარსკვლავური მტვერი ცვივა