in

ნიდერლანდების ღამის კლუბში სტუმრებს ჯდომა მოეთხოვებათ

ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში ღამის კლუბი, Doornroosje (მძინარე მზეთუნახავი) გაიხსნა. თუმცა, ივნისის თვეში სოციალური დისტანციის დასაცავად სტუმრებს სკამებზე ჯდომა მოეთხოვებათ.

„კლუბის სივრცეში ერთდროულად მხოლოდ 30 ადამიანის თავშეყრა არის დაშვებული. სკამები ერთმანეთისგან 1.5 მეტრის დისტანციით არის დაშორებული“, – ვკითხულობთ Business insider-ის სტატიაში.

კლუბში მუშაობის საათებიც შეიცვალა და შუაღამის ნაცვლად კლუბი შუადღით გაიხსნება.

კლუბის მარკეტინგის მენეჯერის, კოოს ჰორნმენის განცხადებით, კლუბს შეეძლო მთვარობას დალოდებოდა, თუ როდის მისცემდნენ სტუმრებს დადგომის და ცეკვის საშუალებას, თუმცა მათ რაღაც ახლის ცდაც სურდათ:

“ეს ახალი იდეების ცდის ნაწილია, რათა ვნახოთ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ნაცვლად ლოდინისა, თუ როდის ჩაივლის ეს. სხვათაშორის, ძალიან გავერთეთ”.

სხვა კლუბების მგავსად, Doornroosje-მ დიჯეების შესრულება სოციალურ ქსელში LIVE ვიდეოთი გააზიარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბიკო ვარშანიძე – „სხვა გზა არ არის“

Adidas-ში ვაკანსიების 30% აფრო და ლათინოამირეკელების დასასაქმებლად იქნება განკუთვნილი