in ,

Wetalks. როგორ ვამუშაოთ ბიზნესი ხალხისთვის

როგორ ხდება ბიზნესი სოციალური და სოციალური ინიციატივები მომგებიანი. როგორ შეგვიძლია კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტით ბიზნეს საქმიანობა განვავითაროთ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე Wetalks.ში ნინუცა ნანიტაშვილმა ისაუბრა.

Ნინუცა ნანიტაშვილი ტექნოლოგიების ევანგელისტი და სოციალური ინოვატორია.

ბოლო ათი წელია, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და სოციალური ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობს სხვადასხვა საჯარო, კერძო და არასამთავრობო სტრუქტურებში. იგი ხელმძღვანელობდა ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების პროცესებს AgriTech, EduTech და CivicTech წამოწყებებში. 2015 წელს ნინუცამ თანაამოაზრეებთან ერთად დაარსა ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი, რომელმაც სამი ათასზე მეტი ახალგაზრდა და ქალი ჩართო ტექნოლოგიურ ბანაკებში, ბიზნესის მენტორობის პროგრამებსა და სხვა სახის აქტივობებში.

Ნინუცას სახელს უკავშირდება თბილისში კომპანია Google-ის სათემო დეველოპერ პროგრამების დაწყება და მართვა როგორიცაა Google Developers Group (GDG) და Women Techmakers.

ამჟამად ის ISET-ის მოწვეული ლექტორი და ინოვაციების კონსულტანტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მადონა ბაკურაძე – „სხვა გზა არ არის“

Wetalks. როგორ გამოვიყენოთ ონლაინ პლატფორმები წარმატებულად