in ,

გზა იდეიდან წარმატებულ ბრენდამდე – თეონა გოგრიჭიანის #ამბავი

უკვე ოთხი წელია, საქართველოში სილამაზის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის – Nail Club Beauty-ს დამფუძნებელია. თავის დამკვიდრება არ ყოფილა მარტივი, თუმცა საკუთარი საქმის უპირობო სიყვარულის, პროფესიონალთა გუნდის შემოკრებისა და იდეალური გარემოს კომბინაციით, გამორჩეული ნიშა დაიმკვიდრა. თუ როგორი იყო გზა იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე, რა არის მისი წარმატების ფორმულა და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ, ამის შესახებ Nail Club Beauty-ს დამფუძნებელი – თეონა გოგრიჭიანი გვიამბობს.

თეონა, უპირველეს ყოვლისა, შენზე გვიამბე.

საკუთარი თავი ერთ ჩვეულებრივ გოგოდ მიმაჩნია, რომელსაც უყვარს სილამაზე და აქ არ გულისხმობს მხოლოდ ქალის ან კონკრეტულად ფრჩხილის სილამაზეს. მიყვარს და ვაფასებ სილამაზის ყველანარ გამოვლინებას, იქნება ეს თვალისმომჭრელი ბუნება, გენიალური ხელოვნება თუ ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები.

როდის და როგორ დაიწყო Nail Club Beauty-ს ისტორია?

სილამაზისადმი ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ყველა ქალი უნდა იყოს მოვლილი, რადგან ეს ჩვენთვის, ქალბატონებისთვის კარგი განწყობისა და საკუთარი თავის რწმენის ძლიერი წყაროა. ჩემი ეს რწმენა გახდა სალონის შექმნის ინსპირაცია, რადგან მინდოდა მაქსიმალურად მეტი ადამიანს დავხმარებოდი სილამაზის შექმნაში.

ზოგადად, სილამაზის სფერო საკმაოდ კონკურენტულიაროგორ შეძელით ამ ნიშის დაკავება?

ჩვენი გუნდის მიზანი იყო ხარისხიანი პროდუქტისა და იდეალური გარემოს შექმნა, აღნიშნული მიზნების მიღწევის შემდეგ, ნიშის დაკავება თავისთავად შევძელით.

სირთულეები, რომელსაც ამაყი ხართ, რომ გაუმკლავდი. ზოგადად, თქვენთვის რას ნიშნავს სირთულე/დაბრკოლება?

მთავარი სირთულე ალბათ მაინც პანდემიის პერიოდი იყო, რადგან საათივით აწყობილი პროცესის მოდიფიცირება მოგვიწია და ვაღიარებ, თავიდან გარკვეული შიში ახლდა ამ პროცესს. თუმცა ამაყად შემიძლია ვთქვა, ჩემმა გუნდმა ცვლილებების იმპლიმენტაცია წარმატებით მოახერხა.

რა არის მთავარი წარმატებისთვის და როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

წარმატების მთავარი ფორმულა არის შრომისმოყვარეობა და საკუთარი საქმის ერთგულება. ასევე, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინება, იქნება ეს თანამშრომელი, მომხმარებელი თუ კონტრაქტორი. თუ შენი ბიზნესი მხოლოდ შენთვის არის მოგებიანი, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, შენივე ბიზნესისთვის არის საზიანო.

რას ურჩევდი ქალებს, რომლებიც ახლა იწყენებ საკუთარ ბიზნესს ან ფიქრობენ ამ პერსპექტივაზე?

არ შეგეშინდეთ, აუცილებლად იქნება სირთულეები და თანაც ყოველთვის. იყავით ძლიერი და ისწავლეთ სირთულეებთან გამკლავება – როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც.

და როგორია სამომავლო გეგმები?

უამრავი გეგმა და ჩანაფიქრი მაქვს. ამ ეტაპზე, სწორედ ერთ-ერთი გეგმის განხორციელების პროცესში ვარ, რომელსაც სულ მალე გავაცნობთ საზოგადოებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ნებისმიერი საქმიანობა, წარმოწყება ასოცირდებოდეს მაღალ სტანდარტებთან, პროფესიონალიზმთან,  სწორ მენეჯმენტთან და განვითარების შესაძლებლობასთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საშა კალანტაროვის უპრეცედენტო საჩუქარი ონკოპაციენტ ქალებს

ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება