Venue.ge ტურისტულ ობიექტებს მედიამხარდაჭერას სთავაზობს. როგორც იცით, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ქართული ტურისტული ბიზნესისა და სტარტაპერების ხელშეწყობა. მით უმეტეს კოვიდ19 პანდემიის დროს, როცა საზღვარგარეთ მოგზაურობა რისკებთან არის კავშირში. სწორედ ამიტომ გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დაინტერესდეს საქართველოს ტურისტული ობიექტებით.
რას გთავაზობთ?
ტურისტულ ობიექტებს ვთავაზობთ მედიამხარდაჭერას სრულიად უსასყიდლოდ, მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ პლატფორმებზე.
რა გვინდა თქვენგან?
ჩაგვიწერეთ ვიდეო, სადაც მოკლედ ისაუბრებთ, რას სთავაზობთ და რამდენად მომზადებული ხვდებით შიდა ტურისტებს.
გადაიღეთ თქვენი ტურისტული ობიექტის ვიდეო და გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება სტუმრებისთვის. (ვიდეო შეგიძლიათ, ჩაწეროთ ტელეფონით – პოზიტიური და თქვენი ბრენდისთვის დამახასიათებელი ტონალობით).
ჩვენ ამ ვიდეოს დაგიმონტაჟებთ და ავტვირთავ ჩვენს ვებგვერდზე სპეციალურად ამ პროექტისთვის განკუთვნილ რუბრიკაში. მასალა დაიდება ასევე Venue-ს ფეისბუქ გვერდზე და ჩვენს მრავალათასიან FB-ჯგუფებში.
პროექტში უფასოდ ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მცირე ტიპის სასტუმროს, რესტორანს, კაფეს თუ ტურისტულ სფეროსთან დაკავშირებულ ობიექტს.
დაგვიკავშირდით ფეისბუქ-გვერდზე ან მოგვწერეთ მეილზე [email protected]
#ქართულიტურიზმისთვის #იმოგზაურესაქართველოში
Loading…