თუ უძრავ ქონებას ეძებ და მაქსიმალურად მოკლე დროში გინდა, იპოვო სასურველი ობიექტი, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ iHomePedia-ს ვებგვერდს. ეს არის უძრავი ქონების საერთაშორისო პლატფორმა, სტარტაპი, რომელიც ქართულ მარკეტზე რვა თვის წინ გამოჩნდა და ოპერირება სრულიად განსხვავებული სამუშაო პრინციპებით დაიწყო. iHomePedia-ს ვებგვერდი სრულიად განსხვავებული და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისია. მომხმარებელს საშუალება აქვს, ვირტუალური ტურის სერვისით ისარგებლოს და სახლიდან გაუსვლელად, 3D ფორმატში დაათვალიეროს სასურველი ობიექტი.
რით გამოირჩევა iHomePedia კონკურენტებისგან და რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებელს. Venue.-ს კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერი ფეივანდ ფურშაბანი ესაუბრა.
რა მექანიზმით მუშაობს თქვენი სტარტაპი?
პირველ რიგში, მომხმარებელი, რომელიც უძრავ ქონებას ეძებს, რეგისტრირდება ჩვენს ვებგვერდზე. საძიებო სისტემა დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ანალიზდება მომხმარებლის მოთხოვნები, პრიორიტეტები, კერძოდ, უძრავი ქონების დიზაინი, მდებარეობა და ა.შ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მომხმარებელს ვაწვდით შეთავაზებას. თუ მომხმარებელმა ვერ მოიძია მისთვის სასურველი უძრავი ქონება, ვებგვერდი მისგან დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას/ძიებას და მომხმარებელს ახალი შეთავაზებები ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სრულიად ახალი ტექნოლოგია დავნერგეთ ვიზუალური ინფორმაციის გადაცემის მხრივ და მოვახდინეთ მისი ინტეგრაცია ჩვენს ვებგვერდთან.
ვირტუალური რეალობა გვაძლევს საშუალებას, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ უძრავი ქონების მაძიებელს და ამით როგორც მომხმარებელს, ასევე უძრავი ქონების მეპატრონეს, დავუზოგოთ დრო, ენერგია და ფინანსები.
გარდა ამისა, აღნიშნული ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობისას. მისი დახმარებით კომპანიები წარმატებულად ახდენენ საერთაშორისო მარკეტზე გაყიდვებსა და მარკეტინგს.
ამ მოკლე და რთული პერიოდის განმავლობაში, (ვგულისხმობ Covid-19-ს), iHomePedia -მ დაიწყო ჭკვიანი სახლის მოწყობილობების შეთავაზება, რომელიც KNX ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელიც გულისხმობს შენობი ან აპარტამენტის ცენტრალურ აუტომატიზაციას.
როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?
iHomePedia -ს სტარტაპ იდეა წარმოიშვა უძრავი ქონების მარკეტის შესწავლის შემდეგ. ჩვენი დაკვირვებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ მომხდარა კორდინალური ცვლილებები და მარკეტი მოქმედებდა ინერციით, იმ პრინციპებით, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში არ დახვეწილა. აქედან გამომდინარე, ყოველი დეტალი, რომელიც დანერგილია ჩვენს პლატფორმაზე და სამუშაო პრინციპებზე, არის სრულიად მორგებული და ადაპტირებული არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მარკეტზე ოპერირებისთვის.
რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
სახელის შერჩევისას ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ცხელი და ცნობადი სიტყვები თუ ასოები გამოგვეყენებინა. პირველი ასო „I“ შევარჩიეთ, რადგან ჩვენი საქმიანობა ძირითადად ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდება, „Home“ – უშუალოდ საქმიანობასა და უძრავ ქონებაზე მიუთითებს, ხოლო „Pedia“ – არის საერთაშორისო და ყველაზე დიდი ენციკლოპედია, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი გააჩნია.
რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
აღნიშნული პროექტის საწყის ეტაპზე მუშაობა დაიწყო სამმა ადამიანმა, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩვენს კომპანიაში უკვე 10 ადამიანია დასაქმებული.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
ყველაზე დიდი და გაუთვალისწინებელი სირთულე, რომელსაც არავინ მოელოდა, რა თქმა უნდა, იყო covid-19 და მისი შედეგები, რომელმაც ჩვენი განვითარების ტემპი შეანელა, თუმცა მსგავსი ტიპის სირთულეები მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს დიდ გამოცდილებასა და სტიმულს, რომ უფრო მეტი შემართებით დავისახოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს.
ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
მთავარი კონკურენტი, ალბათ, მარკეტია, რომელზეც ჩვენ ვოპერირებთ და არა რაიმე ცალკეული კომპანია, რადგან ჩვენი მიზანი, ბაზარზე არსებული კომპანიებისგან განსხვავებით, არის საერთაშორისო უძრავი ქონების ქსელის შექმნა და არა მხოლოდ ლოკალური მარკეტი.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
iHomePedia დაფუძნების დღიდან ყოველმხრივ ცვლის სამუშაო სტანდარტებს და პრინციპებს უძრავი ქონების სექტორში. ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს, არის სიახლე უძრავი ქონების სექტორში და თამამად შემიძლია, ავღნიშნო, რომ მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლესა და ტექნოლოგიურ ცვლილებებს შევიტანთ აღნიშნულ სფეროში.
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
სტარტაპის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია იდეა, სტრატეგია, გეგმა და რა თქმა უნდა გუნდი, რომელიც თავდაუზოგავად მიდის თავისი მიზნისკენ. არასდროს დანებდეთ! შექმენით ახალი მარკეტი არსებულ მარკეტში. იყავით კრეატიულები და ყოველთვის იპოვით ახალ გადაწყვეტილებებს.
აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
დიახ, რა თქმა უნდა, როგორც სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით, აგრეთვე ახალი ფილიალებით სხვადახვა ქვეყანაში. ესტონეთი იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც iHomePedia ფუნქციონირებას დაიწყებს.
თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
ჩვენ მიზანია, შევქმნათ ისეთი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც შეცვლის უძრავი ქონების მარკეტს.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
იდეა არ არის საკმარისი, როდესაც იწყებთ სტარტაპს. აუცილებლად უნდა შეისწავლოთ მარკეტი, რადგან უნდა იცოდეთ, რა სჭირდება მას. როდესაც იცი, რა სჭირდება მარკეტს, მხოლოდ მაშინ შეძლებ, ნახო სწორი გზა. სწორი გზა კი გაჩვენებს, სად არის ფინანსები და როგორ მუშაობს მარკეტი. დაიმახსოვრე – ყოველთვის, უყურე შენს ბრენდს შენი ოფისის გარედან და არა შიგნიდან.
Loading…