16 წლის ლიზი ჯაფარიძის უახლესი მუსიკალური ვიდეორგოლი, სიმღერაზე Toxic World პირველ ოქტომბერს გავრცელდა. კომპოზიციაზე ახალგაზრდა მომღერალმა კომპოზიტორ გიგა კუხიანიძესთან ერთად იმუშავა.
მას შემდეგ ნამუშევარი ყველა ციფრულ მუსიკალურ პლატფორმაზე გავრცელდა და საერთაშორისო მსმენელის დიდი ინტერესი დაიმსახურა.
„ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, უკვე გაიგეთ ჩემი ახალი მუსიკალური ვიდეორგოლის შესახებ და უყურეთ კიდეც, მე ნამდვილად ვაფასებ ამას. ეს ნამუშევარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან წამოჭრილი თემა ეხება უამრავ ადამიანს. ზოგიერთი ჩვენგანი მიდრეკილია სიყვარულისა და დამოკიდებულების ერთმანეთში არევისკენ, რაც სერიოზულ შედეგებს იწვევს. გთხოვთ, მოუსმინოთ მესიჯს, მიყვარხართ! გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“ – წერს მომღერალი საკუთარ ინსტაგრამზე.
ლიზი ჯაფარიძე ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება სასწავლებლად. იგი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის წამყვანი და 2014 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილე გახლავთ.
Loading…