in

პირველი კომპიუტერი მთელ ოთახს იკავებდა

მაშინ, როდესაც ტექნოლოგია ყოველდღიურად ვითარდება და უფრო და უფრო მინიმალისტური ხდება, ყველაფერი სულ სხვანაირად დაიწყო. დიახ, მსოფლიოში პირველი კომპიუტერი მთელ ოთახს იკავებდა! მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიოში პირველ უნივერსალურ კომპიუტერს, რომელიც ბევრი თანამედროვე კომპიუტერის პროტოტიპად იქცა

იდეა ჯერ კიდევ 1940 წელს გაჩნდა, თუმცა 5 წლის შემდეგ განხორციელდა. მისი ავტორები კი, ამერიკელი ფიზიკოსები – ჯონ პრესპერ ეკერტი და ჯონ მაუჩლი  იყვნენ.  

ასე დაიწყო კომპიუტერული ტექნოლოგიების ერა ENIAC-მა – წარმოიდგინეთ უზარმაზარი „ყუთი“, რომელიც პირდაპირი გაგებით იკავებდა ერთ დიდ ოთახს და, თავდაპირველად, მხოლოდ გამოთვლა შეეძლო.  დღეს ზუსტად იმავე ოპერაციების განხორციელება პაწაწინა კალკულატორს შეუძლია. გარდა იმისა, რომ ბევრი „ვერაფრის მაქნისი“ იყო, იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რასაც ერთი ქარხანა. ხუმრობა იქით იყოს და, რეალურად, ამან ბიძგი მისცა სხვა გამოგონებებს და დღეს კომპიუტერული ინჟინრები წლიდან წლამდე გვაოცებენ ინოვაციური მიგნებებითა და შემოთავაზებებით.

თუმცა, აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კომპიუტერის შესახებ ბევრი სხვადასხვა ვერსიაც არსებობს. უბრალოდ, გააჩნია, თუ რა დეტალებსა და ფუნქციებზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაგალითისათვის, ბევრისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების ერა 1948 წლის 21 ივნისს იწყება, როდესაც მანჩესტერის უნივერსიტეტში ელექტროგამომთვლელმა მანქანამ თავის პირველი პროგრამა ჩაუშვა.

უფრო ადრე, ჩარლს ბებიჯმა ავტომატური დათვლის საინჟინრო კონცეფცია შეიმუშავა, თუმცა, ფინანსების არქონის გამო, იდეა ვერ განახორციელა.

შეიძლება ითქვას, რომ პირველი კომპიუტერის იდეა ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა დროსა და სივრცეში იხვეწებოდა. შესაბამისად, ბევრ მეცნიერს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რასაც დღეს კომპიუტერი ჰქვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

16 წლის ლიზი ჯაფარიძის სიმღერა ციფრულ მუსიკალურ პლატფორმებს იპყრობს

პანდემიისას ყველაზე ხშირად რას „გუგლავდა“ მსოფლიო?