in ,

კლინიკა „სკენარი“ – ორგანიზმის სრულფასოვანი გაჯანსაღება თანამედროვე აპარატურით

ბოლო პერიოდში ოზონოთერაპია საკმაოდ აქტუალური გახდა. ეს არის მკურნალობის მეთოდი, რომელშიც ოზონი (O3) – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი გამოიყენება. ოზონს შეუძლია ნებისმიერი პათოგენური მიკროფლორის განადგურება – იქნება ეს ვირუსები, სოკოები, ბაქტერიები. თუმცა, დღეს ჩვენ მკურნალობის კიდევ უფრო დახვეწილ და კომბინირებულ მეთოდზე მოგიყვებით, რომელსაც გარანტირებული გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.

სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი „სკენარი“ ოზონოთერაპიისა და სისხლის ულტრაიისფერი დასხივების კომბინირებულ კურსს სთავაზობს მომხმარებელს, რომელშიც 2020 წლის გერმანული აპარატურა: Humazon® ProMedic; EUPHOTON EN 600 NT გამოიყენება.

უშუალოდ ოზონოთერაპიისა და სისხლის ულტრაიისფერი დასხივების შესახებ კლინიკის მთავარ ექიმს – ბადრი ჯალაღონიას ვესაუბრეთ.

უპირველესად, მკითხველს კარგად რომ განვუმარტოთ, რატომ ოზონოთერაპია.

ეს არის ინოვაციური სამკურნალო მეთოდი, რომელიც მიმართულია ორგანიზმის  გაჯანსაღებისკენ. მკურნალობის პროცესი არის მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტი თითქმის დასაწყისშივე შეინიშნება.  ოზონოთერაპია აუმჯობესებს სისხლის კაპილარულ მიკროცირკულაციას, ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას; არის ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო ეფექტის მქონე. წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასაც.

ზოგადად, რა ჩვენებებისას არის ეფექტიანი?

ძალიან დიდ ეფექტს იძლევა პერიფერიულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას – გულის, ტვინის, არტერიების ათეროსკლეროზის დროს; ასევე, ინფექციებით გამოწვეული დაავადებებისას (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი); პნევმონიის, ბრონქიტის, ვირუსული ინფექციების, ტონზილიტის, სინუსიტის, პიელონეფრიტის დროს და სხვა.

მსოფლიო პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენება COVID-19-ის პრევენციისა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის.

დადებით დინამიკას გვაძლევს იმუნური სისტემის დაავადებების – ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ალერგიების, აუტოიმუნური დაავადებებისას.

ასევე, ეფექტიანია ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, რომელიც იწვევს  ნახშირწყლებისა და ცხიმების დისბალანსს ორგანიზმში  (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და სხვა).

ზოგადად, ოზონოთერაპია საქართველოში ბევრი კლინიკას აქვს. თქვენი კურსი რით გამოირჩევა?

ჩვენ ოზონოთერაპიასთან ერთად ვაკეთებთ სისხლის ულტრაიისფერ დასხივებას – ეს არის ორგანიზმის სრულფასოვანი დრენაჟის (გაწმენდის) ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი. ეს პროცედურა ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ანთებით პროცესებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს ქოლესტერინს, განდევნის ტოქსინებს.

რა შემთხვევაში გამოიყენება სისხლის ულტრაიისფერი დასხივება?

გამოიყენება ინტოქსიკაციებისას (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვ.), აუტოიმუნური დაავადებების, კანის, ნერვული სისტემის, სახსრების, თირკმლების, ფილტვებისა და სხვა ორგანოების დაავადებების დროს.

ასევე, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის, სხვადასხვა გენეზის ჰეპატიტის დროს.

რამდენად ხელმისაწვდომია სრული კურსი საზოგადოებისათვის?

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ეს საკმაოდ მაღალი თვითღირებულების კურსი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ეტაპზე, 30 დეკემბრის ჩათვლით, 20%-იანი ფასდაკლება აქვს.  საზოგადოებას კი, უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს ვპირდებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Celeb.ge – შეუკვეთე ვიდეო ქართველ „სელებრითებს“

„ჩვენი სოფლიდან“ – ნატურალური პროდუქტი 24-საათიანი მიწოდების სერვისით