in ,

Celeb.ge – შეუკვეთე ვიდეო ქართველ „სელებრითებს“

საქართველოში ამერიკული Cameo-ს მსგავსი ვებგვერდი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც, შეგიძლია ქართველ “სელებრითებს” 1-დან 2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოც ჩააწერინო.

“შეუკვეთე ვიდეო ცნობილ ადამიანს ნებისმიერი მოვლენის აღსანიშნავად #დაბადებისდღე #ქორწილი #ხელისთხოვნა #კითხვა #რჩევა”, – ვკითხულობთ Celeb.ge-ზე.

საიტზე ქართველი ცნობილი სახეები უკვე დარეგისტრირდნენ. მაგალითად, უკვე შეგიძლია 99-ლარიანი რჩევა ან მილოცვა მიიღო ისეთი ვარსკვლავისგან, როგორიცაა გიორგი ყიფშიძე, ნანუკა გულუა, ნოდიკო ტატიშვილი, ლექს-სენი, ნინი ბადურაშვილი, ჯულიეტა ბარ გნარი და ა.შ. Celeb.ge-ზე ამ დროისთვის 40-მდე ცნობილი სახეა დარეგისტრირებული ტელევიზიის, თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, მოდის და სპორტის კატეგორიებიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ამერიკის ავიამშენებლობის ქართველი პიონერი

კლინიკა „სკენარი“ – ორგანიზმის სრულფასოვანი გაჯანსაღება თანამედროვე აპარატურით