in ,

სიკვდილის შემდეგ ადამიანის ჩეთბოტად გაცოცხლება – რას აპირებს Microsoft-ი

აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისმა Microsoft-ს “მოსაუბრე ჩეთბოტის” პატენტი დაუმტკიცა

სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისმა Microsoft-ს “მოსაუბრე ჩეთბოტის” პატენტი დაუმტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის მიერ მოპოვებული პატენტი მოიცავს ჩეთბოტებს, რომლის ინფორმაციის წყაროც გარდაცვლილის ახლობლები იქნებიან.

რა არის ჩეთბოტი?

ჩეთბოტი არის ხელოვნურ ინტელექტზე(AI) დაფუძნებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ახდენს ადამიანის საუბრების სიმულაციას. ბოტები ინტერპრეტაციას ახდენენ და ამუშავებენ მომხმარებლის მოთხოვნებს და იძლევიან შესაბამის პასუხებს.

იდეა ძალიან გავს Black Mirror-ის სერიას Be Right Back-ს, სადაც ქვრივი თავის გარდაცვლილ მეუღლესთან საუბარის იწყებს.

წინასწარი ინფორმაციით, ჩეთბოტს სხვა ახლობლებთან საუბარიც შეეძლება.

იდეა ეთიკურ შეკითხვებს აჩენს, თუ რამდენად გვაქვს გარდაცვლილ ადამიანზე ინფორმაციის შეგროვების და მისი გამოყენების უფლება?!

თუმცა, ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია მედიაში არ ვრცელდება. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია დავაკვირდეთ პროცესს და ვნახოთ, როგორი იქნება Microsoft-ის ახალი წამოწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Apple დასაკეცი iphone-ის გამოშვებას განიხილავს, 2021 წლის მოდელებში კი მცირე ცვლილებებია დაგეგმილი

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სასწავლებლად