ახალციხეში 31 დეკემბერს ქართულ ნაგაზს მწვანე შეფერილობის ლეკვი შეეძინა. მას გრინჩი დაარქვეს.
როგორც ძაღლის პატრონი, ხატია სააკაშვილი გვიყვება, მათ ოჯახში მომხდარმა უცნაურმა მოვლენამ მსოფლიოს ყურამდეც მიაღწია და აღმოჩნდა, რომ გრინჩი რიგით მესამე მწვანე შეფერილობის ლეკვია დედამიწაზე (2012 წელს ლაბრადორის “ჰალკი”, 2020 წელს იტალიაში ლეკვი “ფისტაშიო” დაიბადა), საქართველოში კი მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ დაფიქსირებულა.
ოჯახი ლეკვის გაჩუქებას არ გეგმავს. პატარა გრინჩი დედასთან ერთად იცხოვრებს ახალციხეში.
Loading…