in

კორონავირუსით დაავადებულები ვარჯიშის უნდა მოერიდონ

უკვე ვიცით, რომ COVID-19 სხვადასხვა სიმპტომს იწვევს ყველა პაციენტში. ზოგი ოთახიდან ოთახში გასვლით იღლება, ზოგიც კი სიმპტომებს საერთოდ ვერ გრძნობს. ვირუსით დაავადებულთა 40%-ს ჩივილები არ აღენიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ. ექსპერტთა თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ არანაირი სიმპტომი არ აღგვენიშნება, ერთი კვირის განმავლობაში ფიზიკურად არ უნდა დავიტვირთოთ.

ჯორდან მეტზელის განმარტებით, ადამიანები, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, მაგრამ სიმპტომები არ აქვთ, როგორც წესი, ფიზიკურ აქტივობებსა და სხვა დატვირთვას არ ერიდებიან. ექსპერტების თქმით კი სპორტული აქტივობებისა და ვარჯიშის შემცირება აუცილებელია.

მათ, ვისაც ისეთი სიმპტომები აღენიშნებათ, როგორებიცაა სიცხე და სხეულის სხვადასხვა არეში ტკივილი, ბუნებრივია, მოუწევს სპორტული აქტივობებისგან თავის შეკავება და დასვენება. 10-წუთიანი გასეირნება სავსებით დასაშვებია მათთვისაც, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნება, მაგრამ აუცილებელია, მოვერიდოთ ინტენსიურ ვარჯიშს. მთავარია, არ დაგვავიწყდეს ორმეტრიანი დისტანციის წესის დაცვა.

მსუბუქი და ზომიერი ვარჯიში, როგორიცაა სწრაფი სიარული, შესაძლოა, სასარგებლოც კი აღმოჩნდეს მსუბუქი რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის. მსუბუქ სიმპტომებში იგულისხმება ვირუსის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ხველა. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ სწრაფი სიარულის შედეგად შესაძლოა, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებშიც კი გაუარესდეს ინფექცია.

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Amazon-ის გუნდს კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა

Wizz Air-ს დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი