in ,

6 კუნძული, COVID-19-ის დაბალი მაჩვენებლით, რომელიც ტურისტებისთვის ღიაა

ბევრ კუნძულზე, რომლებიც პანდემიის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურთათვის ღია იყო, კორონავირუსის მაჩვენებელი გაიზარდა.

თუმცა რამდენიმე კუნძული, ამ კუთხით, გამონაკლისს წარმოადგენს.

გთავაზობთ 6 კუნძულს, სადაც მიუხედავად გახსნილი საზღვრებისა, COVID-19-ის მაჩვენებელი დაბალია. ამის მიზეზი კი ადგილზე გატარებული მკაცრი პროტოკოლებია.

ანგუილა

კარიბის ზღვის კუნძული ანგუილა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ნოემბერში გაიხსნა. კუნძულზე, დღესდღეობით, კორონავირუსის 18 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

ანგუილაზე მოგზაურობის მსურველებმა კუნძულზე გამგზავრების უფლება წინასწარ უნდა მიიღონ. ამასთანავე საჭიროა კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის გაკეთება ჩასვლამდე, ჩასვლისას და კუნძულზე ყოფნისას.

მოგზაურებს შეუძლიათ კუნძულზე მოკლე დროით დარჩნენ (3 თვეზე ნაკლები), რაც ერთ ადამიანისთვის 250 დოლარი ეღირება. დისტანციურად მომუშავეთათვის, სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის კი ერთ წლიანი ცხოვრება კუნძულზე 2000 დოლარი ეღირება.

ანგუილას მოსახლეობის 26%, თებერვლის მონაცემებით, უკვე აცრილია.

სენტ-კიტსი და ნევისი

სენთ-კიტსი და ნევისზე კორონავირუსის 41 შემთხვევაა დაფიქსირებული პანდემიის დაწყებიდან.

კუნძულმა საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები 4 თვეზე მეტი ხნის წინ გახსნა. ყველა მოგზაურისთვის აუცილებელია კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენა ჩასვლისას.

კუნძულზე ჩასული ტურისტები სასტუმროებში უნდა დარჩნენ პირველი კვირის განმავლობაში. ჩასვლიდან მე-14 დღეს უარყოფითი PCR ტესტის შემთხვევაში კი უკვე შეუძლიათ სენტ-კიტსი და ნევისის მოსახლეობას შეერიონ, რომელიც 53 000 მაცხოვრებლისგან შედგება.

10 მარტის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის 10% ვაქცინირებულია. 

მაკაო

კოტაის კუნძული მაკაო არის უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს თავისი გრანდიოზული კაზინო კომპლექსებით.

ჰონგ-კონგის მსგავსად მაკაოც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია. ის ძირითადად ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და ტაივანის მოსახლეობისთვის არის გახსნილი, რაც მსოფლიო მოსახლეობის 20%-ს წარმოადგენს.

საკარანტინო პერიოდი 0-დან 21 დღემდე მერყეობს.

კუნძულის მოსახლეობა 650 000 შეადგენს, სადაც პანდემიის დაწყებიდან, ჯამში კორონავირუსის 48 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვაქცინაციის პროცესი მაკაოზე თებერვალში დაიწყო.

გრენადა

გრენადაზე 112 000 ადამიანი ცხოვრობს, სადაც 148 კორონავირუსის შემთხვევა არის დაფიქსირებული.

მოგზაურებს, რომლებსაც სიმარტივე უყვართ, დააფასებენ გრენადას სამოგზაურო მოთხოვნებს. ტურისტებს მოეთხოვებათ, რომ გამგზავრებამდე დაჯავშნონ საცხოვრებელი, სერტიფიკატის მოსაპოვებლად დარეგისტრირდნენ და წარადგინონ ნეგატიური COVID-19 ტესტი. ჩასვლის შემდეგ კარანტინის გავლაც სავალდებულოა, ხოლო მე-5 დღეს PCR ტესტის ჩატარება.

16 თებერვლის მონაცემებით გრენადას მოსახლეობის, დაახლოებით, 1% ვაქცინირებულია.

დომინიკა

დომინიკას გრენადასთან შედარებით 40 000-ით ნაკლები მოსახლე ჰყავს. ჯამში კი კუნძულზე კორონავირუსის 151 შემთხვევა არის აღრიცხული.

დომინიკა ტურისტებისთვის ჯერ კიდევ აგვისტოში გაიხსნა და ოქტომბრიდან მოგზაურებს „ბუნებაში უსაფრთხოდ“ პროგრამის ფარგლებში სერტიფიკატით ცხოვრებისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

1 მარტის მონაცემებით, დომინიკას მოსახლეობის 10% ვაქცინირებულია.

ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები

ვირჯინის კუნძულებზე 30 000 ადამიანი ცხოვრობს, სადაც კორონავირუსის მხოლოდ 153 დადასტურებული შემთხვევა არის დაფიქსირებული.

ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები საერთაშორისო მოგზაურთათვის 1 დეკემბერს გაიხსნა. ტურისტებს ჩასვლისას ტესტირება, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და 4-დღიანი კარანტინი მოეთხოვებათ.

5 მარტის მონაცემებით, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების მოსახლეობის 13% ვაქცინირებულია.

წყარო: cnbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Wikipedia Google-სა და Facebook-ს ფასიან სერვისზე გადაიყვანს

უსინათლო ადამიანებს ბადურის იმპლანტების საშუალებით მხედველობა აღუდგებათ