in

ახალ წელს საქართველოში მწვანე ლეკვი დაიბადა, რომელსაც გრინჩი დაარქვეს

ახალციხეში 31 დეკემბერს ქართულ ნაგაზს მწვანე შეფერილობის ლეკვი შეეძინა. მას გრინჩი დაარქვეს.

როგორც ძაღლის პატრონი, ხატია სააკაშვილი გვიყვება, მათ ოჯახში მომხდარმა უცნაურმა მოვლენამ მსოფლიოს ყურამდეც მიაღწია და აღმოჩნდა, რომ გრინჩი რიგით მესამე მწვანე შეფერილობის ლეკვია დედამიწაზე (2012 წელს ლაბრადორის “ჰალკი”, 2020 წელს იტალიაში ლეკვი “ფისტაშიო” დაიბადა), საქართველოში კი მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

ოჯახი ლეკვის გაჩუქებას არ გეგმავს. პატარა გრინჩი დედასთან ერთად იცხოვრებს ახალციხეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვირტუალური ყავის აპარატი, რომელიც თანამშრომლებს ერთმანეთთან აკავშირებს

პროტესტის ნიშნად, რესტორნები მიტანის სერვისს ერთი დღით გათიშავენ