in

პროტესტის ნიშნად, რესტორნები მიტანის სერვისს ერთი დღით გათიშავენ

პროტესტის ნიშნად, რესტორნები 30 იანვარს მიტანის სერვისს ერთი დღით გათიშავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია ავრცელებს.

ამასთან ერთად, ასოციაცია 30 იანვარს, 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას აანონსებს.

“ლოქდაუნის გამო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე! 15:00 საათზე ვუერთდებით მშვიდობიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ჩვენს ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებითაა გამოწვეული”, – ვკითხულობთ რესტორატორთა ასოციაციის განცხადებაში.

აქციას 80-მდე რესტორანი უკვე შეუერთდა, თუმცა მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება:

  1. შავი ლომი;
  2. ტაკერია;
  3. ხაშერია;
  4. ლეგატო;
  5. ქეთო და კოტე;
  6. კერა;
  7. წისქვილი ჯგუფი;
  8. მეგრული სახლი;
  9. სტეიკ ჰაუსი;
  10. ზ10;
  11. ხამანწკა ბარი;
  12. სულიკო;
  13. თონე;
  14. ბარბარესთან;
  15. ლუდის სახლი ვარაზი;
  16. ლუდის ბაღი ვარაზი;
  17. ბლექ დოგი;
  18. მულენი;
  19. Number 9 Brewery & Bars;
  20. ზაზანოვა;
  21. Woodstok;
  22. Respublika Grill Bar;
  23. ბადიაშატროვანი;
  24. ბიკენტიას საქაბაბე;
  25. მარანი;
  26. მარანი ჰოლი;
  27. ბურგერკლასიკო;
  28. შტელცეა სახლი;
  29. კაფე დისქავერი;
  30. დოლჩე დი პარადიზო;
  31. მწვანე ტერასა;
  32. ღვინის ბარი საფერე;
  33. რაჭის უბანი;
  34. ჩიქენ გაიზ;
  35. ვერიკო;
  36. ეისიდისი;
  37. მელნიკოვის დუქანი;
  38. ბურგერ ჰაუსი;
  39. სალობიე ბია;
  40. ჯი.ვინო;
  41. Coffee LAB;
  42. ეკლერ დე ჟენი;
  43. გაგრა;
  44. ბარი ქიქოძე;
  45. შემოიხედე გენაცვალე;
  46. პომიდორისიმო;
  47. საბადურები;
  48. სტრადა;
  49. ქენდი;
  50. თავადური;
  51. კუდები;
  52. ხინკლის სახლი ივერიონი;
  53. კალინა;
  54. ბინა 37;
  55. გალა;
  56. ტერა ვაინი;
  57. დარაბები;
  58. მზიურის კაფე;
  59. ჩაის სახლი;
  60. მაესტრო;
  61. ლენვილი;
  62. კახელები ბელიაშვილზე;
  63. კახელები (ლილო);
  64. Prospero’s Cafe;
  65. რესტორანი ზალა;
  66. 66. პიანი ბაზარი;
  67. წიბახა გეიმ ქლაბი;
  68. სახელოსნო ბარი;
  69. სესილია;
  70. ჯაზზ როკ კაფე;
  71. დედაენის ბარი;
  72. ბარი მაკულატურა;
  73. ბარი ათონელი;
  74. Barbar’a Gastro Bar;
  75. ბაბალე;
  76. ჩაბას ჯაზ როკ კაფე;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ახალ წელს საქართველოში მწვანე ლეკვი დაიბადა, რომელსაც გრინჩი დაარქვეს

ყველაზე ძვირადღირებული ლოგოები, რომლებშიც მილიარდები გადაიხადეს