in

Sex and the City-ის ახალი სეზონის ერთ-ერთი თემა კოვიდ-19 იქნება

Sex and the City-ის ახალ სეზონში სიუჟეტის მთავარი ხაზი კოვიდ-19 იქნება. ამის შესახებ მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა განაცხადა. მან აქვე აღნიშნა, რომ სცენარი ჯერ არ წაუკითხავს. 

„რა თქმა უნდა, კორონავირუსი სიუჟეტის ნაწილი იქნება, რადგანაც პანდემია იმ ქალაქის რეალობაა, სადაც პერსონაჟები ცხოვრობენ. როგორ იცვლება ურთიერთობები, როცა მეგობრები უჩინარდებიან? მჯერა, რომ სცენარის ავტორები ამ ყველაფერს დეტალურად ასახავენ”, – ამბობს სარა ჯესიკა პარკერმა.

სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელებაზე HBO Max მუშაობს. ახალ სეზონში მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი შეასრულებენ. ახალ სეზონში აღარ იქნება კიმ კეტრელი, რომელიც სამანტა ჯონსის როლს ასრულებდა.

სეზონში სულ ათი სერია შევა და თითოეულის ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება. გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება. პრემიერის ზუსტი თარიღი კი ჯერ უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

2021 წლის ბიზნესის და ტექნოლოგიის ტენდეციები – რითი გაგვაკვირვებს მსოფლიო

4 წლის გოგონამ შემთხვევით დინოზავრის ნაკვალევს მიაგნო