Super Bowl-ის ახალი სარეკლამო რგოლი მსახიობ მაიკლ ჯორდანს Alexa-ს თვალებით წარმოგვიდგენს.
Amazon-ის წლევანდელი რეკლამა ხმოვანი ასისტენტის ახალ სხეულს წარმოგვიდგენს.
ამაზონი Super Bowl-ში წელს მეექვსედ ბრუნდება უკვე ნაცნობი კომბინაციით: Alexa და ცნობილი სტუმარი.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ სარეკლამო რგოლში Amazon-მა გაამხილა, რომ 2021 წლის Super Bowl-ის ვარსკვლავი მსახიობი მაიკლ ჯორდანი იქნება.
ხუთწამიან ვიდეორგოლში 2020 წლის People Magazine-ის ყველაზე სექსუალურ მამაკაცს, ჯორდანს ვხედავთ, რომელსაც Alexa-ს მსგავსი თვალები აქვს, ჰეშთეგით #ალექსასახალისხეული.
4 საათის განმავლობაში ვიდეომ 2.2 მილიონი ნახვა დააგროვა.
2016-2020 წლებშიც Amazon-ს მსგავსი მარკეტინგული მიდგომა ჰქონდა, როდესაც საკუთარ ხმოვან ასისტენტსა და ჰოლივუდის ცნობილ ადამიანებს ერთ ვიდეო რგოლში აერთიანებდა.
მასალა მოამზადა ლიკა ერისთავმა
Loading…