2021 წელი Twitter-მა მარკეტინგული განახლებით დაიწყო. პლატფორმის მთავარი მარკეტერი – ლესლი ბერლანდი აღნიშნავს, რომ სიახლის მთავარი მიზანი გამოსახულებისა და ბეჭდვის მეშვეობით დიალოგების უკეთესი ილუსტრირებაა.
ახალი მარკეტინგული მიდგომის განსაკუთრებული სიახლე და უნიკალურობა კი სწორედ Twitter-ის ახალი შრიფტი Chirp-ია, რომელიც ამერიკული გოთური და ევროპული გროტესკული სტილის ნაზავია.
Twitter-ის კრეატიული დირექტორის – დერიტ დერუნის განმარტებით, სრულებით ახალი შრიფტის შექმნა მარტივი საქმე არ არის, რადგან ყოველდღიური გამოყენებისთვის ის უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და გამორჩეული.
ახალი შრიფტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ამჟამად ის იაპონურ, ჩინურ და არაბულ ენებზე სამუშაოდ ვითარდება.
Twitter-ს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია პლატფორმის ესთეტიკური გარდაქმნის შესახებ, თუ არ ჩავთვლით კომპანიის წარმომადგენლების თვითებს.
Loading…