in

როგორ დავიცვათ თავი კოვიდისგან ვაქცინაციამდე

Seamless Pattern of Racially Diverse People wearing Medical Masks, Coronavirus COVID19 Concept

ათი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კოვიდმა უკონტროლოდ დაიწყო გავრცელება, მაგრამ ეს დრო ყველას უფრო გრძლად გვეჩვენება. სავარაუდოდ ეს პანდემიის ფსიქოსოციალურ ფაზებად დაყოფიდან გამომდინარეობს: სიბრაზე და პარანოია მასობრივი სიკვდილიანობის ფონზე. სიტუაციას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიმძლავრით გართულდა ვითარება.

საბედნიეროდ, გვირაბის ბოლსო სინათლეა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების სახით. ვაქცინის ტესტირების ბოლო ეტაპზე არიან AstraZeneca, Janssen და Novavax. ამავდროულად, კოვიდინფოცირებულთა რიცხვები კვლავ იმატებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ არ შეიცვალოს, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ახლა კოვიდის გავრცელების შესახებ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე 2020 წლის მარტში.

განაგრძეთ სიფრთხილის ზომების მიღება

თუ სახლში გაძლება გიჭირთ, გარეთ გასვლისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ორ მეტრიანი დისტანციის წესი და ის, რომ აუცილებლად გეკეთოთ პირბადე. ატლანტიკური ოფისის თანამშრომელი ზეინეფ თუფექჯი და სან ფრანსისკოს უნივერსიტეტის მკვლევარი ჯერემი ჰოუვარდი ამბობენ, რომ თუ რეგულარად გაქვთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან და კოვიდინფიცირების რისკი მაღალია, პირბადის მაქსიმალური გამოყენება აუცილებელია. „ნაჭრის პირბადეები, რომლებზეც ჩვენს კვლევაში ვამახვილებთ ყურადღებას, ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ სამედიცინო ხარისხის რესპირატორებს ვერ შეედრება“ – ამბობენ თუფექჯი და ჰოუვარდი.

იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ხარისხის რესპირატორებზე წვდომა არ გაქვთ დარწმუნდით, რომ თქვენი პირბადე მჭიდროდ ერგება თქვენს სახეს.

ხოლო თუ შიშობთ, რომ თქვენი პირბადე საკმარისად არ გიცავთ, ყოველთვის შეგიძლიათ ორი პირბადის ერთად გამოყენება. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ერთჯერადი პირბადეები მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ.

ეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ დახურულ სივრცეებში

„საუკეთესო გზა კოვიდისგან თავდასაცავად ისევ დახურულ სივრცეებში კონტაქტის თავიდან არიდება რჩება“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ტომ ფრიდენმა.

კარგი იქნება სამოგზაურო გეგმებს თუ მომავლისთვის გადადებთ

ზემოთხსენებული რჩევებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით აშკარაა, რომ სამოგზაურო გეგმების გადადება ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თუ სადმე მოგზაურობას გადავწყვეტთ, არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებს ვაყენეთ სერიოზული რისკის ქვეშ.

მოკლედ რომ ვთქვათ, კოვიდინფექცია ჯერ ისევ სერიოზული რისკია და ისევ ისეთი სახიფათოა, როგორიც ამ წლის დასაწყისში იყო. შესაძლოა გარეთ გასეირნების აღარ გვეშინია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია წარსულს ჩაბარდა.


მასალაზე იმუშავა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კინოფესტივალი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის

Twitter-მა უნიკალური შრიფტი შექმნა – ბრენდის მარკეტინგული სვლა

Twitter-მა უნიკალური შრიფტი შექმნა – ბრენდის მარკეტინგული სვლა