in

საქართველოს პირველი არხის ახალი საიმიჯო რგოლი – „პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი“

სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი არხის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი ვრცელდება – „პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი“.

დღესვე პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებლის ახალი სტრატეგია „ჩვენთვის, თითოეულისთვის – უყურე და უსმინე ქართულს“ წარადგინა.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, პირველი არხის სტრატეგია, საიმიჯო ვიდეორგოლის მსგავსად, ამბის კონსტრუქციულ თხრობის კონცეფციას ეფუძნება, ხედვა კი, ერთი მხრივ,  ქართული პროდუქტის შექმნას და, მეორე მხრივ, ხარისხიანი მედიაწარმოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„შევქმენით საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც ფერებით, მუსიკით, ემოციით არის პირველი არხი. შევეცადეთ თვალსაჩინო გაგვეხადა ის მიზნები, რაც მაუწყებელს და თითოეულ ჩვენგანს აქვს, გადმოგვეცა ჩვენი  ხედვა და მისწრაფება, რომელიც გვამოძრავებს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენთვის, თქვენთვის, თითოეულისთვის“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ხატია ჯოხარიძე – „სხვა გზა არ არის“

#სტარტაპი „გულსუნდა“ – ყუთი, რომელიც თქვენი პატარას ერთგული მეგზური გახდება